თბილისი 545 ქალაქს შორის ცხოვრების სიიაფით 509-ე ადგილზეა

თბილისი 545 ქალაქს შორის ცხოვრების სიიაფით 509-ე ადგილზეა

Numbeo-ზე გამოქვეყნებული ცხოვრებიის სიიაფის რეიტინგში საქართველო 545 ქალაქს შორის 509-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისში ცხოვრება საკმაოდ იაფია - თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი 31.91 შეადგენს. ამავე ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქალაქი ციურიხია, მისი ინდექსი კი - 147.71-ია.

ანგარიშში მოცემული მონაცემების მიხედვით, 4-სულიანი ოჯახი თვეში დაახლოებით 3,375.24 ლარს ხარჯავს (ქირის გარეშე), ხოლო ერთი ადამიანი - 950.36 ლარს (ქირის გარეშე). თბილისის ცხოვრების სიიაფის ინდექსი ნიუ-იორკის ინდექაზე 68.09%-ით ნაკლებია.

რეიტინგში მოცემული ფასები კი შემდეგია:

რესტორანი:

  • იაფფასიანი რესტორანი - 15 ლარი
  • საშუალო დონის რესტორანი ორ კაცზე - 50 ლარი
  • მაკდონალდსი - 11.50 ლარი
  • ადგილობრივი ლუდი - 2.50 ლარი
  • იმპორტული ლუდი - 4.00 ლარი
  • კაპუჩინო - 3.84 ლარი
  • კოკა-კოლა/პეპსი - 1.24 ლარი
  • წყალი - 0.53 ლარი

 

მარკეტები:

  • რძე - 2.89 ლარი
  • ბრინჯი - 2/09 ლარი
  • კვერცხი - 3.44 ლარი
  • ადგილობრივი ყველი - 8.79 ლარი
  • ვაშლი - 2.32 ლარი
  • ბანანი - 3.61 ლარი
  • ფორთოხალი  - 3.16 ლარი
  • პომიდორი - 2.27 ლარი
  • კარტოფილი - 1.19 ლარი
  • ხახვი - 1.16 ლარი
  • წყალი - 0.89 ლარი
  • ღვინო - 10.00 ლარი
  • ადგილობრივი ლუდი - 2.08 ლარი
  • იმპორტული ლუდი - 3.17 ლარი
  • თამბაქო (მარლბორო) - 4.00 ლარი

 

სპორტი და თავისუფალი დრო:

  • ფიტნეს კლუბი, თვიური მაჩვენებელი ზრდასრულ ადამიანზე - 89.44 ლარი
  • ტენისის კორტის ქირაობა (ერთი საათით) - 23.00 ლარი
  • კინო (ერთი ადგილი) - 10.00 ლარი

 

ბავშვის მოვლა:

  • ბაღი (საშუალო თვიური ერთ ბავშვზე) - 328.19 ლარი
  • დაწყებითი სკოლა (წლიური საშუალო ერთ ბავშვზე) - 8,480.00 ლარი

 

ტანისამოსი და ფეხსაცმელი:

  • ჯინსი ("ლევისი" ან მსგავსი ბრენდი) - 132.38 ლარი
  • ერთი საზაფხულო კაბა (ზარა, H&M, ... ) - 85.00 ლარი
  • ნაიკის სარბენი ფეხსაცმელი - 190.00 ლარი
  • მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი - 190.56 ლარი

 

ყოველთვიური გადასახადი:

  • აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (ერთი საძინებლით) - 793.04 ლარი
  • აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (ერთი საძინებლით) - 455.91 ლარი
  • აპარტამენტი ქალაქის ცენტრში (სამი საძინებლით) - 1,700.00 ლარი
  • აპარტამენტი ქალაქის ცენტრიდან მოშორებით (სამი საძინებლით) - 911.11 ლარი

 

აპარტამენტების ყიდვა:

  • ქალაქის ცენტრში აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) - 2,490.66 ლარი
  • ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აპარტამენტის ყიდვა (ფასი კვადრატულ მეტრზე) - 1,439.02 ლარი
სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

4 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237