იზორია: ოპტიმიზაცია დავიწყეთ, რომ თანხები შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად მიგვემართა

იზორია: ოპტიმიზაცია დავიწყეთ, რომ თანხები შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად მიგვემართა

"გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატო-ს სტანდარტებს, კერძოდ ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ის საკომიტეტო მოსმენაზე მოხსენებით უნდა წარსდგეს.

მისი თქმით, 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტის 53% მიემართება მხოლოდ ხელფასებზე და სოციალურ დახმარებებზე, რაც მინისტრის განცხადებით, არის ნატო-ს სტანდარტი. 

"თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გახდა 53%, ამის შედეგად მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე.

შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ", - აღნიშნა ლევან იზორიამ. 

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

1 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237