"ქართული ოცნება - კონსერვატორები" შშმ პირების საკითხზე მუშაობას იწყებს

"ქართული ოცნება - კონსერვატორები" შშმ პირების საკითხზე მუშაობას იწყებს

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" ვესტმინსტერის ფონდის მხარდაჭერით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხებზე იწყებს მუშაობას.

13-14 თებერვალს, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრები და ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია - Democratic Unionist Party-ის წარმომადგენლები მუშაობას დაიწყებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პოლიტიკის შემუშავების საკითხებზე.

შეხვედრის მიზანია, თანმშრომლობის ფარგლებში შემუშავდეს დოკუმენტი, რომელიც მიმართული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში პოზიტიური ცვლილებების შეთავაზებისაკენ.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ და DUP-ის წარომადგენლები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განიხილავენ კვლევითი ცენტრის - GeoWel-ის მიერ მომზადებულ კვლევას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ასევე, არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებს და მათი აღსრულების მექანიზმებს, ცენტრალური და ადგილობრივ ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ პროგრამებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური, პარლამენტის წევრები - ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე, გიგა ბუკია და რატი იონათამიშვილი. ასევე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრები. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარომადგენლები.

პროექტი ხორციელდება „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით. ინფორმაციისთვის, 2017 წლიდან, საქართველოს კონსერვატიული პარტია თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს მიერ დაფინანსებულ ფონდთან - "ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის", რომელიც დახმარებას უწევს საქართველოს კონსერვატიულ პარტიას სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში.




 

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

მანამდე, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას, შეიარაღებული ძალების 4 წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა "მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237