სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს - უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განმარტება

სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს - უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განმარტება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაცია Facebook- ის გვერდზე უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლეგ სლობოდიანმა დაადასტურა და მისი გაძევების მიზეზი განმარტა. 

"სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მიგრაციის სამსახურისა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სააკაშვილს შესაბამისი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნეს იმის შესახებ, რომ იგი უნდა დაებრუნებინათ პოლონეთში. პროცედურის დროს სააკაშვილის გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს და ისინი იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ და ძალა გამოიყენეს“,- წერს ის.

ცოტა ხნის წინ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ინფორმაცია მისმა თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ facebook-ზე გაავრცელა. პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რესტორან "სულგუნში" დააკავეს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მანამდე მას ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. პოლიტიკოსმა, მომხრეების თანხლებით, პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან, ძალით გაარღვია კორდონი, რის შედეგადაც, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. თავად სააკაშვილი თავისუფლებაზე რჩება. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, სააკაშვილი ლვოვში ჩავიდა, სადაც მოკავშირეებთან შეხვედრები გამართა. ამის მერე კი, მთელი უკრაინის მასშტაბით, ტურნე გამოაცხადა.

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

ტრამპის მრჩეველი რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების შესაძლო შეხვედრის განსახილველად მოსკოვში გაემგზავრება

2 საათის წინ

„25-27 ივნისს ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი ლონდონსა და რომში თავის ამერიკელ მოკავშირეებს შეხვდება, რათა დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პოტენციურ შეხვედრაზე იმსჯელოს“,-წერს...

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172