პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირებაზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს

პოროშენკო: სააკაშვილის ექსტრადირებაზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს

სააკაშვილმა დაარღვია უკრაინის კანონი და მისი ექსტრადირების საკითხზე საემიგრაციო და საზღვრის დაცვის სამსახურმა უნდა იმუშავოს-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა Profil-თან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე არ არის და ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს.

"ის უკრაინელი პოლიტიკოსი არ არის. მან უკრაინის კანონი დაარღვია, საქართველოში ნასამართლევია, შესაძლოა დეპორტაცია განხორციელდეს, თუმცა არ მინდა ეს. ეს სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის, სასაზღვრო სამსახურის სამსახურის პრეროგატივაა, მე არ მინდა მათზე გავლენის მოხდენა ", - განაცხადა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში, რესტორან "სულგუნში" ნიღბიანმა, უცნობმა პირებმა დააკავეს და თეთრი მინიბუსებით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეომასალა მიხეილ სააკაშვილისა და პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" ფეისბუქ გვერდებზე ვრცელდება.

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

34 წუთის წინ

შემთხვევა სან-მარტი დე- ბარსელონას რაიონში მოხდა. პოლიცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ავტომაქანაში მათ იარაღით დაჭრილი ორი ადამიანი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080