სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა

სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი გაიხსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ უჩხოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი და სასოფლო კლუბი დაათვალიერა.

თანამედროვე სტანდარტების ერთსართულიანი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2017 წლის 19 მარტს დაიწყო. პროექტი ხულოს მუნიციპალიტეტის „პრიორიტეტული ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „ლაპოტი 2012“ განახორციელა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 107577 ლარი შეადგინა. ბაღი 25 აღსაზრდელზეა გათვლილი.

"სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ყოველთვიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ უცხოში სადაც რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი დავათვალიერეთ. ბაღში 30 ბავშვი ისწავლის. 110 ათას ლარამდე დაიხარჯა ამ პროექტში. პირველ სართულზე ასევე იქნება სოფლის კლუბი. ეს წარმატებული პროექტი ხელს შეუწყობს მთის განვითარებას. ჩვენი მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მასიური მიგრაცია მთიდან. სწორედ მთის კანონი რომელიც მუშაობს აქ, ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს მთაში მცხოვრები ადამიანების დასაქმებას და განვითარებას მთის, არის მთავარი სტრატეგია ჩვენი ხელისუფლების“- აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ხულოს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე 23 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. 

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237