კახაბერ კუჭავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა

კახაბერ კუჭავა შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შეხვდა

საქართველოში გარემოს დაცვის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე იყო საუბარი შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, კახაბერ კუჭავასა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარტინა ქვიქს შორის შედგა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ყველა ის საკითხი, რაზეც საუბარი და შეთანხმება დეკემბრის თვეში შვედეთის სამეფოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტის ფარგლებში შედგა.

"შეხვედრა იყო ფაქტობრივად გაგრძელება ვიზიტის, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ჩემი მხრიდან დეკემბრის თვეში შედგა შვედეთში. შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)-თან დაიგეგმა თანამშრომლობა. გავიარეთ ის სამომავლო გეგმები, რომელზეც კომიტეტი აპირებს მუშაობას და ის შესაძლებლობები, რომელშიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) ჩაერთვება და დაგვიჭერს მხარს. საუბარი რამდენიმე მიმართულებას შეეხო. გამოვყავით ის, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად აქტუალურია. ეს არის ტყის კოდექსი, ნარჩენების მართვა და მწვანე ეკონომიკა, ასევე რამდენიმე სხვა საკითხი, რომელზეც ვნახავთ, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება აქტიური თანამშრომლობა",-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახაბერ კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას განცხადებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), გარემოს დაცვის მიმართულებით, საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავს.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

1 საათის წინ

მთავრობის მეთაურმა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ვიზიტისა და ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან საუკუნოვანი ისტორია აღინიშნება პირველი დემოკრატიული...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237