გიორგი სოღოიანმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე გამოსვლა 32-ე ადგილით დაასრულა

გიორგი სოღოიანმა პიონჩანგის ოლიმპიადაზე გამოსვლა 32-ე ადგილით დაასრულა

  • სპორტი
  • 12 თებერვალი, 2018
  • 15:47
  • მაგდა კლდიაშვილი

ქართველმა მოციგურავემ, გიორგი სოღოიანმა, პიონჩანგის ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა 32-ე ადგილით დაასრულა. 

შეჯიბრების დასკვნით დღეს გიორგიმ საციგაო ტრასის გავლას 49,008 წამი მოანდომა, სამივე დაშვებისთვის კი ჯამში 2.27,459 წუთი დასჭირდა.

მოციგავეთა ფინალურ ეტაპს დაესწრო და პრიზიორები დააჯოლდოვა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. 

ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ავსტრიელი დავიდ გრეიხნერი, ვერცხლის მედალი მიიღო ამერიკელმა კრის მაზდერმა, ბრინჯაოსი - ბახის თანამემამულემ, იოჰანეს ლუდვიგმა.

კიდევ ერთმა გერმანელ მოციგავემ, შეჯიბრების მთავარმა ფავორიტმა, ოლიმპიური თამაშების 3-გზის და მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონმა ფელიქს ლოხმა, რომელიც პირველი დღის შემდეგ ლიდერი იყო, ბოლო დაშვებისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

შეჯიბრების დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები ფინიშის ზონაში შეხვდნენ გიორგი სოღოიანს, ოლიმპიური დებიუტი მიულოცეს და წარმატებული სპორტული კარიერა უსურვეს.

"გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისთვის ეს ოლიმპიადა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო. ამდენი ტიტულიანი მოციგავის გვერდით გამოსვლა მას ბევრს შესძენს. გიორგიმ თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა პიონჩანგის საგზური, აქ კი რვა მეტოქეს აჯობა, რაც ურიგო შედეგი არ არის", - განაცხადა ლერი ხაბელოვმა. 

მოციგავეთა ფინალური ტურნირის დაწყებამდე სეოკ-ისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სამხრეთ კორეაში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელები პიონჩანგისა და კანინის ოლიმპიურ სოფლებს ესტუმრნენ, მოინახულეს ჩვენი ოლიმპიელები და მათი მწვრთნელები, გაამხნევეს ისინი და დარჩენილ შეჯიბრებებში მაღალი ადგილების დაკავება უსურვეს.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ჩვენი დელეგაციის თითოეული წევრი პროფესიონალურად და მაღალი პასუხისმგებლობით უდგება საქმეს.

"აქ, შორეულ კორეაში თქვენ წარმოადგენთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას. ჩათვალეთ, რომ თითოეული თქვენგანი საქართველოს ელჩია ოლიმპიადაზე. მისასალმებელია, რომ ჩვენ ასეთი მეგობრული და შეკრული გუნდი გვყავს პიონჩანგში", - განაცხადა მინისტრმა.

დღეს, გიგანტური სლალომში უნდა გამოსულიყო ნინო წიკლაური, მაგრამ ძლიერი ქარის გამო, ორგანიზატორებმა სტარტი 15 თებერვალს გადაიტანეს.

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237