ბექა ნაცვლიშვილი: ჯანდაცვის სისტემას აქილევსის ქუსლად გასდევს მედიკამენტების ფასი

ბექა ნაცვლიშვილი: ჯანდაცვის სისტემას აქილევსის ქუსლად გასდევს მედიკამენტების ფასი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვაა. 

„ბევრად შემცირდა ჯიბიდან გადახდის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა. 

თუმცა, დეპუტატის თქმით, ჯანდაცვის სისტემას აქილევსის ქუსლად გასდევს მედიკამენტების ფასი.

"ჯანდაცვის ეკონომიკაში ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წამოადგენს ინფორმაციული ასიმეტრია. ექიმი აქ ბევრად კომპეტენტურია, შეუძლია მარტივად მოატყუოს პაციენტი, კეთილსინდისიერებაზე ამ შემთხვევაში ნუ ვიდავებთ, და აქედან გამომდინარე მოახდინოს მოგების უფრო მეტი გენერირება, ამის რა მექანიზმები გვაქვს, თუ გვაქვს? 

რამდენად სკულპუოზურად ვახდენთ ექიმის დანიშნულების განხორციელების შემოწმებას? ვიცი, რომ სამინისტროს დადგენილი აქვს ზღვრული ფასები კონკრეტულ მომსახურეობაზე, მაგრამ გადამოწმება მაინც აუცილებელია, ზღვრული ფასი ერთია, მაგრამ როგორ დაისვა დიაგნოზი, რამდენად საჭიროა გამოკვლევის ჩატარება, იყო თუ არა ზოგადად საჭირო ეს გამოკვლევები... ეს ზრდის ხოლმე განსაკუთრებით ჯანდაცვის ხარჯებს“, - აღნიშნა ბექა ნაცვლიშვილმა.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას შეხვდა

1 საათის წინ

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც გამოიხატება მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობაში სხვადასხვა სფეროში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა თურქეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული...

USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172