ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში ბიზნესს თავისუფლება მისცა

ქუმსიშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში ბიზნესს თავისუფლება მისცა

"ბადაგონთან" დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს - პირველ რიგში, ჩემ მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული", - ამის შესახებ პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს "ბადაგონთან" დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"ჩემ მიმართ გამოთქმული ფრაზის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით ფინანსთა მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება - რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ამაზე მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს - ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. ხოლო რაც ეხება უკვე თვითონ დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

19 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237