მერკელი მზადაა, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და მთავრობას კვლავ უხელმძღვანელოს

მერკელი მზადაა, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და მთავრობას კვლავ უხელმძღვანელოს

ანგელა მერკელი მზადაა, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და გერმანიის მთავრობას უხელმძღვანელოს. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა.

"დიახ, მინდა სრული დრო იყოს, იმ ადამიანთა კატეგორიაში ვარ, ვინც თავის დაპირებებს ასრულებს", - განაცხადა მერკელმა. 7 თებერვალს, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროები გადანაწილდა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს „სოციალ-დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ. გამოცემა Bild-ის ცნობით, ანგელა მერკელის ბლოკმა ეკონომიკის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მინისტრების პორტფელი მიიღო, ხოლო სოციალ- დემოკრატები შრომისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებენ. კოალიცია თითქმის ნახევარი წელი ვერ შექმნეს.

ანგელა მერკელის პარტიამ "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მიუხედავად მათი გამარჯვებისა, 1949 წლიდან მოყოლებული, პარტიამ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა. „გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ, რომლის ლიდერიც მარტინ შულცია, არჩევნებზე ხმათა 20% მიიღო. ბუნდესტაგში პირველად გავიდა პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის", რომელიც მხარს უჭერს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, აგრეთვე სურს ევროზე უარის თქმა და ანტირუსული სანქციების გაუქმება. პარტია ხმათა 13%-ს იღებს. მთლიანობაში, ბუნდესტაგში ექვსი პარტია გავიდა, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატიული პარტია", "მემარცხენეები" და "მწვანეები". არჩევნების შედეგების მიხედვით, გერმანიის ახალი ხელისუფლების ფორმირება მოხდა.

მარსელის სპორტულ კლუბში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

მარსელის სპორტულ კლუბში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

4 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უცნობი მამაკაცი, რომელსაც კაპუიშონით ჰქონდა სახე დაფარული, სპორტულ კლუბში შევიდა, შემდეგ იარაღი ამოიღო და ცეცხლი გახსნა იმ მაგიდის მიმართულებით, სადაც ორი პირი კარტს თამაშობდა. მსხვერპლიდან ერთმა თავში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237