მერკელი: მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკზე პასუხისმგებლობა გერმანიას ეკისრება

მერკელი: მეორე მსოფლიო ომის საკონცენტრაციო ბანაკზე პასუხისმგებლობა გერმანიას ეკისრება

ჰოლოკოსტსა და სხვა დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა გერმანიას ეკისრება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიდეოჩანაწერშია აღნიშნული, რომელიც გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მერკელმა აღნიშნა, რომ მას არ აქვს უფლება პოლონეთის კანონმდებლობაში ჩაერიოს. „ეს საკონცენტრაციო ბანაკები იყო, გერმანია პასუხისმგებელია ამაზე და ეს პასუხისმგებლობა ნარჩუნდება. გერმანიის ყოველი ახალი მთავრობა გააგრძელებს პასუხისმგებლობის აღებას ", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მან აღნიშნა, რომ მხოლოდ ამ საფუძველზე შეძლებს გერმანია კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება არა მხოლოდ პოლონეთთან, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. კანცლერმა დასძინა, რომ "გარკვეული უთანხმოების" მიუხედავად, პოლონეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობა "სტაბილურია".

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212