საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 47:0 დაამარცხა

  • სპორტი
  • 10 თებერვალი, 2018
  • 15:43
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, ბელგიის ნაკრებს ქუთაისის "აია არენაზე" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით - 47:0 გაანადგურა. 

მილტონ ჰეიგის შეგირდები თამაშის სტარტზევე ლელოთი დაწინაურდნენ. ჯამში, ბორჯღალოსნებმა 7 ლელო დაუდეს მეტოქეს და მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხეს მისი გარდასახვა.

პირველი ნახევარი ქართველმა მორაგბეემბა მეტოქეს 28:0 მოუგეს, მიუხედავად ასეთი სხვაობისა, ქართველებს ტემპი არც მეორე ნახევარში დაუგდიათ და შესაბამისად, ეს ანაგრიშშიც აისახა. 

საქართველოს ნაკრები ბელგიას სულ ოთხჯერ დაუპირისპირდა და ასეთი ანგარიშით გამარჯვება და თანაც ნოლზე მეტოქის დამარცხება მხოლოდ პირველად მოახერხეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 17 თებერვალს, გერმანიის ქალაქ ოფენბახში, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 3 მარტს, "მიხეილ მესხზე" ესპანეთს მიიღებს. 

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

27 წუთის წინ

ბაშოზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ გუშინწინდელ შეხვედრაში მეტად დასანანი მარცხის და მიღებული ტრავმის გამო , გუშინ მონღოლ კაკარიუსთან შეხვედრაში, ბუნებრივია სრული ძალით ვერ იბრძოდა, თუმცა ... რომ არა კაკარიუს მავაშის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237