ფოთის თეატრის დირექტორი: სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

ფოთის თეატრის დირექტორი: სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

ფოთის სახელმწიფო თეატრის შენობის ავარიულ მდგომარეობასთან დაკაშირებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედა შედგა. ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. საჭირო ფინანსები მოძიებულია. ექსპერტიზა და სარეაბილიტაციო სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება."- განაცხადა ჟურნალიტებთან თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ. 

შეგახენებთ, რამდენიმე დღის წინ თეატრის ფოიეში ჭერის დიდი ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და არავინ დაშავებულა. სამი წლის წინ კი სასაცენო ლიფტი ჩაწყდა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო, ის დღემდე ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და მკურნალობის კურსს გადის.

მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მაყურებელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

მისალმება ქართულად და ერთობლივი ''სელფი'' მაყურებელთან - ჯეიმს ბლანტის კონცერტი საქართველოში (ვიდეო)

1 საათის წინ

ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ყველასთვის ნაცნობი სიმღერები შეასრულა მისი ბოლო ალბომიდან "Afterlove". ერთსაათიანი პროგრამის განმავლობაში მუსიკოსმა რამდენიმე ქართული სიტყვა წარმოთქვა და ქართველ მსმენელს მადლობა მშობლიურ ენაზე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237