საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს: ისარგებლეთ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის დაშვებული  პირობებით

საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს: ისარგებლეთ მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის დაშვებული პირობებით

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვახტანგ მახარობლიშვილი გერმანიაში, ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალში მაცხოვრებლების  მოთხოვნაზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ განმარტებას აკეთებს და აცხადებს:

"ჩვენ გულისყურით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. ჩვენ გვაქვს გერმანიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. გასულ წელს შესაბამისი შეთანხმებაც გაფორმდა. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ გერმანიის არამარტო ცენტრალურ ხელისუფლებასთან, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ცალკეულ მიწებთან. გასულ წელს რანდენიმე მხარეში გაიმართა საქართველოს შსს მინისტრის ვიზიტი და მათ შორის ოთხ მიწასთან გაფირმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას და ასევე, აქტიურად ვიმუშავებთ რეინ-ვესტფალიის მთავრობასთან. 

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენი პარტნორებთან ერთად ყველა ნაბიჯი იდგმებოდეს საერთო ინტერესებიდან გამომდინარე. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გააცნობიერონ პასუხისმგებლობა და გაუფრთხილდნენ ამ მონაპოვარს, რომელიც საერთო ძალისხმევის შედეგია. 

ასევე გასათვალისწინებელია, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თავშესაფრის არალეგიტიმური მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. ხშირად, მოქალაქეები შეცდომაში არიან შეყვანილი, ცრუ დაპირებებით კერძო პირების მხრიდან, რის შედეგადაც ქვეყნისთვის ზიანის გარდა, პირად ფინანსური ზარალსაც იღებენ.
ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომ ვიზალიბერალიზაციის მხოლოდ დაშვებული პირობებით ისარგებლონ, რაც გულისხმობს მხოლოდ ტურისტული და მოკლე ვადიანი, 90 დღიანი ვიზიტით, შენგენის ქვეყნებში გამგზავრებას"

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

58 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237