ირაკლი კობახიძე NED- ის პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე NED- ის პრეზიდენტს კარლ გერშმანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ორგანიზაციის "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან, კარლ გერშმანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ორგანიზაციის პრეზიდენტს, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო.

შეხვედრაზე განიხილეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ამ პროცესში მიღწეული წარმატებები. საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებს შეეხო.

კარლ გერშმანმა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით თანამშრომლობისათვის მზადყოფნა გამოთქვა.

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

მანამდე, თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობისას, შეიარაღებული ძალების 4 წარმომადგენელი შეუძლოდ გახდა "მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237