ქსენია სობჩაკმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო ბოდიში მოიხადა

ქსენია სობჩაკმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ რუსი ჰაკერები შესაძლოა ჩარეულიყვნენ აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში. მისი თქმით, ეს თუ მართლაც ასეა, ბოდიშს იხდის.

"როგორც ჩანს, ჩვენ ამასთან მართლაც გვქონდა რაღაც შეხება. თუ ეს მართლაც ასეა, მინდა ბოდიში მოვიხადო", - აცხადებს სობჩაკი.

2017 წლიდან მოყოლებული ვაშინგტონი, რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ გამოძიებას აწარმოებს. მოსკოვი ყველა სახის ბრალდებას უარყოფს.

8 თებერვალს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უმცროსმაც დააფიქსირა. მისი თქმით, აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის დამადასტურებელი დოკუმენტები საკმაოდ ნათელია.

"სხვა საკითხია ის, რეალურად იქონია თუ არა ამან გავლენა აშშ-ის არჩევნების შედეგებზე", - აცხადებს ბუში.

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

2 საათის წინ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, სონ კიმმა სამიტის მომზადების გზამკვლევი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს, მან უკვე გადალახა საზღვარი და გეგმავს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩჰვე სონ ჰის შეხვდეს. სონ კიმი და ჩჰვე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237