FIFA trophy tour თბილისში დასრულდა (ფოტო)

FIFA trophy tour თბილისში დასრულდა (ფოტო)

  • სპორტი
  • 08 თებერვალი, 2018
  • 18:38
  • მაგდა კლდიაშვილი

FIFA-ს მსოფლიო თასის საქართველოში მოგზაურობა დასრულდა. 

ფიფას მსოფლიო თასი მოგზაურობის ტურის ფარგლებში საქართველოში დღეს დილით ჩამოიტანეს, შემდეგ კი თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში განთავსდა, სადაც სპეციალური მოსაწვევების მქონე პირებს, მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლოსთან ფოტოს გადაღების საშუალება მიეცათ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა. FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237