საბერძნეთი და საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საბერძნეთი და საქართველო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და საბერძნეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პირველმა პირებმა სახელმწიფო დელეგაციების თანხლებით გამართეს შეხვედრა და ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სექტორული მიმართულებების განვითარებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების უცილელობას.

განხილულ იქნა ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრატრუქტურული თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

პროკოპის პავლოპულოსის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის მრავალსაუკუნოვანი კავშირები კარგი არგუმენტია საქართველოს ევროპული იდენტურობის სასარგებლოდ.

ბერძნულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი გზის მნიშვნელობას, განხილული იქნა აბრეშუმის გზის პერსპექტივები და ის სატრანზიტო შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის ვეროპული ქვეყნებისთვის. საუბარი შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსაც.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ბერძენ კოლეგას საბერძნეთის მხრიდან გამოვლენილი მტკიცე მხარდაჭერისთვის როგორც ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საბერძნეთმა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, იმ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობაზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია, განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობის განახლება.

ხაზი გაესვა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანია ძლიერი დიასპორის როლი და აუცილებელია, დიასპორების საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი, საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი.
 

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

შალვა ნათელაშვილი: ჩვენი ქვეყანა კვლავ მოწყენილია

55 წუთის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237