სოფიო ქაცარავა ლუქსემბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

სოფიო ქაცარავა ლუქსემბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ლუქსემბურგის პარლამენტში შეხვედრა გამართა საგარეო, ევროპულ საქმეთა, თავდაცვისა და მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკ ენგელთან.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე გატარებულ რეფორმები და საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.

სოფიო ქაცარავა ასევე, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრს, სესილი ემენს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის, გენდერული თანასწორობის და ქალ პოლიტიკოს ლიდერთა მომავალი სამიტის საკითხებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიზიტი ქ. ბრიუსელში გააგრძელა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის ვიცე-პრემიერთან, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან - იან ჯამბონთან, იუსტიციის მინისტრთან - კოენ გინსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან - რაჩიდ მადრანესთან, ვილვორდეს მუნიციპალიტეტის მერთან - ჰანს ბონტესთან, 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან - პატრიკ დევაელთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა თანამდებობის პირებთან.

შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ტერორიზმის წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლის ზრდის, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და სხვა საკითხებს.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა შეხვედრას გამართავს ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნება. აღნიშნულ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ბელგიის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები და ექსპერტები.
 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

8 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072