პარტიის 155 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად გერმანიის სოციალ-დემოკრატებს ქალი უხელძღვანელებს

პარტიის 155 წლიანი ისტორიის მანძილზე, პირველად გერმანიის სოციალ-დემოკრატებს ქალი უხელძღვანელებს

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელი(SPD) ბუნდესტაგში ანდრეა ნანესი პარტია გერმანიის სოციალ-დემოკრატებს უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობაზე მარტინ შულცს შეცვლის. მისი განცხადებით, ის 2 მარტს გადადგომას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას FAZ ავრცელებს.

"47 წლის ანდრეა ნანესი პირველი ქალი გახდება, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის 155 წლიანი ისტორიის განმავლობაში მას უხელმძღვანელებს. ნანესი ბუნდესტაგში ამ დროისთვის გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიას ხელმძღვანელობს. თავის მხრივ, მარტინ შულცი გეგმავს, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ზიგმარ გაბრიელი შეცვალოს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ანდრეა ნალესი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია 1988 წლიდან, 2009 წლიდან 2013 წლამდე ეკავა გენერალური მდივნის თანამდებობა, 2013-დან 2017 წლამდე გერმანიის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი.

ერთი დღით ადრე, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), რომელსაც ამ ეტაპზე მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროები გადანაწილდა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს „სოციალ-დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ.

გამოცემა Bild-ის ცნობით, ანგელა მერკელის ბლოკმა ეკონომიკის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მინისტრების პორტფელი მიიღო, ხოლო სოციალ- დემოკრატები შრომისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებენ.

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

5 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237