საქართველოში დღეს FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

საქართველოში დღეს FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

  • სპორტი
  • 08 თებერვალი, 2018
  • 00:01
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს დედაქალაქში, დღეს, დილით FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა.

მსოფლიო თასის ტურს ორგანიზებას თბილისის მერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და კოკა-კოლა უწევენ.

გულშემატკივრებს საშუალება აქვს საკუთარი თვალით იხილონ საფეხბურთო სფეროში არსებული უმაღლესი ჯილდო.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა. FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს შემოვა. ამის შემდეგ თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიო თასის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე ანონსიც კი არ გაუვრცელებია. 

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

25 წუთის წინ

ბაშოზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ გუშინწინდელ შეხვედრაში მეტად დასანანი მარცხის და მიღებული ტრავმის გამო , გუშინ მონღოლ კაკარიუსთან შეხვედრაში, ბუნებრივია სრული ძალით ვერ იბრძოდა, თუმცა ... რომ არა კაკარიუს მავაშის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237