ადვოკატი: დაუდგენელმა ავტომობილმა შექმნა საფრთხე, ეს „მეკოსი“ არ ყოფილა, არც გარდაცვლილების

ადვოკატი: დაუდგენელმა ავტომობილმა შექმნა საფრთხე, ეს „მეკოსი“ არ ყოფილა, არც გარდაცვლილების

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის, მერაბ (მეკო) კვირიკაშვილის ადვოკატის, ნუკრი კვინიკაძის განცხადებით, 2016 წლის ივლისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, მესამე ავტომობილის ბრალეულობა იკვეთება. ადვოკატის განმარტებით, არც მერაბ კვირიკაშვილის და არც გარდაცვლილი ახალგაზრდა წყვილის ავტომობილებს მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ.

ამის შესახებ ადვოკატმა „აიპრესს“ განუცხადა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში და სჯერა, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

- ხვალ არის მორიგი სასამართლო პროცესი ჩანიშნული. იმის გამო, რომ მორაგბეთა ნაკრებს ღია ვარჯიში აქვს და შემდეგ ქუთაისში მიემგზავრებიან, „მეკო“ გამოცხადდება“ პროცესზე?

- არანაირი ვარჯიში. სასამართლო პროცესზე ყოველთვის ვცხადდებით, როგორც წესია. ღია ვარჯიშის შემდეგ წამოვა. სამ საათზეა დანიშნული სხდომა.

- ერთ-ერთი გარდაცვლილის მშობელმა განცხადება გამოაქვეყნა. ის ხელახალ ექსპერტისაზა და შეცვლილ დასკვნაზე საუბრობს. რატომ გახდა საჭირო ხელახალი ექსპერტიზა?

- არანაირი შედეგების შეცვლაზე არაა საუბარი. იყო დანიშნული ბრალდების მხარის მიერ ექსპერტიზა, რომელმაც დაადანაშაულა „მეკო“ და როდესაც წარედგინა ბრალი, შემდეგ, დაცვის მხარემ ჩაატარა ექსპერტიზა და დაადგინა, რომ არ იყო მისი ბრალეულობა

- მაშინ ვისი ბრალეულობა იკვეთება თქვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზით?

- ჩვენს მიერ ჩატარებული ექსპერტიზით, საქმეში რა მასალებიცაა იქიდან გამომდინარე, იკვეთება, რომ დაუდგენელმა ავტომანქანამ შეუქმნა საფრთხე.

- ეს არც კვირიკაშვილის ავტომობილი ყოფილა და არც გარდაცვლილების?

- ისინი თავიანთ სავალ ზოლში მოძრაობდნენ. თავისთვის მოდიოდნენ წყნარად, მშვიდად. იმ მანქანამ, რომელმაც შეუქმნა საფრთხე, გამოიწვია მეკოს ავტომობილის მოცურება და შემდეგ, გადასვლა შემხვედრ ზოლში.

- იდენტიფიცირებულია მესამე ავტომობილი?

- პირველივე დღიდან, გამოძიებისთვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა ის ავტომობილი, მაგრამ ძალიან რთულია დადგენა, რადგან იმ გზაზე მაშინ ვიდეოკამერები არ იყო. იმ მანქანასთან „მეკოს“ კონტაქტი არ ჰქონია. 

- როდესაც მაისში თქვენთან ინტერვიუ ჩავწერეთ, განაცხადეთ, რომ მერაბ კვირიკაშვილი საქმეში მოწმე იყო მხოლოდ და ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი, რატომ შეიცვალა მოწმის სტატუსი?

- მოწმის სტატუსით იყო „მეკო“. საქმეში არ იყო ჩატარებული ექსპერტიზა. გამოძიებას არ ჰქონდა მტკიცებულება იმის, რომ ბრალი წაეყენებინა. როდესაც გამოძიებამ მოიპოვა მტკიცებულებები, ექსპერტიზა ჩატარდა და ექსპერტიზის დასკვნით მიიღო „მეკოს“ გამოკვეთილი ბრალეულობა. 

- დაამტკიცებთ კვირიკაშვილის უდანაშაულობას?

- დარწმუნებული ვარ, რომ „მეკო“ არის უდანაშაულო და ეს დამტკიცდება სასამართლო პროცესზე. დარწმუნებული ვარ ყველანაირად.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.

მერაბ კვირიკაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალი გასული წლის ოქტომბერში სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით წარუდგინა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია ქუთაისის შემოვლით გზაზე, მსუბუქი მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ერთ-ერთს მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას, ადგილზე გარდაიცვალა მეორე მანქანაში მსხდომი სამი პირი, გიორგი პაპასკირი და მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანა ჩხაიძე. მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

33 წუთის წინ

უწყების ცნობით,  2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237