ბორჯღალოსნები ბელგიამდე ღია ვარჯიშს ხვალ გამართავენ

ბორჯღალოსნები ბელგიამდე ღია ვარჯიშს ხვალ გამართავენ

  • სპორტი
  • 07 თებერვალი, 2018
  • 16:01
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რაგბი ევროპის 2018 წლის პირველ მატჩამდე, ღია ვარჯიშს თბილისში, "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე გამართავენ. 

გულშემატკივრებთან ერთად ვარჯიშს დაესწრებიან ადიგენის I ცენტრალური სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ვარჯიშის შემდეგ ბორჯღალოსნები რაგბის ღირებულებების შესახებ გაესაუბრებიან.

ხვალვე ეროვნული ნაკრები ქუთაისისკენ გაემგზავრება, სადაც ბელგიასთან გასამართი მატჩისთვის გააგრძელებს მზადებას.

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო ბელგიას 10 თებერვალს, 14 საათზე ქუთაისის "რაგბი არენაზე" უმასპინძლებს.

ღია ვარჯიში "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე 11:00 საათზე დაიწყება. 

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

ლევან გორგაძე ბრწყინვალე იყო - საქართველოს ელჩი იაპონიაში (ვიდეო)

28 წუთის წინ

ბაშოზე ბრწყინვალედ მოასპარეზე ლევან გორგაძემ გუშინწინდელ შეხვედრაში მეტად დასანანი მარცხის და მიღებული ტრავმის გამო , გუშინ მონღოლ კაკარიუსთან შეხვედრაში, ბუნებრივია სრული ძალით ვერ იბრძოდა, თუმცა ... რომ არა კაკარიუს მავაშის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237