სეულში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს კიმ ჩენ ინის უმცროსი და დაესწრება

სეულში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს კიმ ჩენ ინის უმცროსი და დაესწრება

ჩრდილოეთ კორეამ სეული გააფრთხილა, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსი და, კიმ იო ჟონგი იქნება,-ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ოჯახის წევრი სამხრეთ კორეას ეწვევა. სამშობლოში კიმ იო ჟონგი მმართველი პარტიის პროპაგანდისა და აგიტაციის დეპარტამენტის პირველი მოადგილეა.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩრდილოეთ კორეის დელეგაციას უზენაესი სახალხო საბჭოს თავმჯდომარე, კიმ იონ ნამი უხელმძღვანელებს. იგი ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის შემდეგ, მეორე ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის პირველი მაღალი დონის მოლაპარაკებები 9 იანვარს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა საახალწლო მიმართვაში ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვა. აღნიშნული განცხადების შემდეგ, სეულმა მოლაპარაკებები მოაწყო.

ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში 9-დან 25 თებერვლამდე ჩატარდება. შეჯიბრებაში მონაწილეობას, მსოფლიოს 90 ქვეყნიდან დაახლოებით 2,5 ათასი სპორტსმენი მიიღებს.

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

სირიაში ოთხი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

4 წუთის წინ

უწყების ცნობით, შემთხვევის შედეგად კიდევ ხუთი რუსი სამხედრო დაშავდა და სასწრაფოდ რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედრო ექიმებმა ორი დაჭრილი რუსი სამხედრო ვერ გადაარჩინეს, ისინი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. "ბრძოლაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237