მერკელი და შულცი კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

მერკელი და შულცი კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი ბლოკი და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD), რომელსაც მარტინ შულცი ხელმძღვანელობს, კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფეროები გადანაწილდა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს „სოციალ-დემოკრატები“ უხელმძღვანელებენ.

გამოცემა Bild-ის ცნობით, ანგელა მერკელის ბლოკმა ეკონომიკის სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მინისტრების პორტფელი მიიღო, ხოლო სოციალ- დემოკრატები შრომისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებენ.

ანგელა მერკელის პარტიამ "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი" საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მიუხედავად მათი გამარჯვებისა, 1949 წლიდან მოყოლებული, პარტიამ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.

„გერმანიის სოციალ-დემოკრატიულმა“ პარტიამ, რომლის ლიდერიც მარტინ შულცია, არჩევნებზე ხმათა 20% მიიღო. ბუნდესტაგში პირველად გავიდა პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის", რომელიც მხარს უჭერს საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას, აგრეთვე სურს ევროზე უარის თქმა და ანტირუსული სანქციების გაუქმება. პარტია ხმათა 13%-ს იღებს. მთლიანობაში, ბუნდესტაგში ექვსი პარტია გავიდა, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატიული პარტია", "მემარცხენეები" და "მწვანეები". არჩევნების შედეგების მიხედვით, გერმანიის ახალი ხელისუფლების ფორმირება მოხდა.

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრით, ლონდონს ევროკავშირში დარჩენის ''ფარული'' გეგმა გააჩნია

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრით, ლონდონს ევროკავშირში დარჩენის ''ფარული'' გეგმა გააჩნია

26 წუთის წინ

ისინი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც საარჩევნო კომისიას 2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის £ 829 ათასი (1.1 მილიონი აშშ დოლარზე მეტი) გამოუყო. როგორც გამოცემა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237