Spiegel: გერმანიის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე პოლიტიკას არ ცვლის

Spiegel: გერმანიის ახალი მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე პოლიტიკას არ ცვლის

კოალიციის მთავრობა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ბლოკი, ქრისტიან- სოციალისტური კავშირი და გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს . ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel კოალიციის შეთანხმების პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მინსკის შეთანხმებების სრულ შესრულებამდე არსებული შემზღუდავი ზომების მოხსნა არ იგეგმება.

"თუ მინსკის შეთანხმებები განხორციელდება, მზად ვართ სანქციები მოვხსნათ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება შესაბამისი დიალოგი ევროპელ პარტნიორებთან", - ნათქვამია პროექტში.

ეს პოზიცია წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან არ განსხვავდება.

მანამდე, ქრისტიან-სოციალისტთა კავშირის (CSU) ხელმძღვანელმა ჰორსტ ზეეჰოფერმა განაცხადა, რომ გერმანიის ახალი მთავრობა შესაძლოა მარტში ჩამოყალიბდეს.

3 თებერვალს ყირიმში გერმანიის დელეგაცია ჩავიდა, რომლის შემადგენლობაში რეგიონალური პარლამენტის რვა დეპუტატი და ერთი თანაშემწე იყო. ნახევარკუნძულზე ისინი 9 თებერვლამდე დარჩებიან. პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ემხრობიან და მიაჩნიათ, რომ შეზღუდვები მოსკოვსა და ბერლინზე "ნეგატიურად მოქმედებს".

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრით, ლონდონს ევროკავშირში დარჩენის ''ფარული'' გეგმა გააჩნია

ბრიტანელი ევროსკეპტიკოსების აზრით, ლონდონს ევროკავშირში დარჩენის ''ფარული'' გეგმა გააჩნია

25 წუთის წინ

ისინი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელმაც საარჩევნო კომისიას 2019 წელს ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის £ 829 ათასი (1.1 მილიონი აშშ დოლარზე მეტი) გამოუყო. როგორც გამოცემა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237