უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 10-დღიან შეკრებას გაივლიან

უმცროსი ბორჯღალოსნები საფრანგეთში 10-დღიან შეკრებას გაივლიან

  • სპორტი
  • 06 თებერვალი, 2018
  • 17:56
  • მაგდა კლდიაშვილი

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა "შევარდენზე" ოთხდღიანი შეკრება წინა კვირას დაასრულეს და დღეს დილით "ფრანგულ ტურნეში" გაემგზავრნენ. 6-დან 17 თებერვლამდე, სასელექციო პროცესში მყოფი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, მარკუსიში, "ლე ბლეს"(საფრანგეთის ეროვნული ნაკრები) ბაზაზე 10-დღიან შეკრებას გაივლის.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 2018 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით სწორედ საფრანგეთი (პერპინიანი, ნარბონი და ბეზიე) უმასპინძლებს.

შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც 31 მაისიდან, 18 ივნისამდე თბილისში და ქუთაისში იმართებოდა, გუნდს ოთხი შეკრება ჰქონდა. ბოლო, მოკლევადიანი შეკრება 28 იანვარს დაიწყო და 31-ში დასრულდა. ჩატარებული სამუშაოს მთავარი მწვრთნელი, ილია მაისურაძე აჯამებს:

"საფრანგეთში გამგზავრებამდე გვსურდა, რომ გუნდი კიდევ უფრო შეგვეკრა, პატარ-პატარა ნიუანსები დაგველაგებინა და დეტალები დაგვეხვეწა. დერეფანში რამდენიმე ახალი კომბინაცია დავამუშავეთ, ასევე ვიმუშავეთ შერკინებაზე. წინა შეკრებებისგან განსხვავებით, საფრანგეთიდან ბურჯი ლაშა მაჭარაშვილი დაგვემატა და გვსურდა გვენახა როგორ პასუხობდა ის ჩვენს მოთხოვნებს. გვქონდა დაცვისა და შეტევის ვარჯიშები და შეკრება თამაშთან მიახლოვებული, უკონტაქტო ვარჯიშით დავასრულეთ“.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ შეკრება ხუთდღიანი იქნებოდა და 29 იანვარს დაიწყებოდა, თუმცა ნაკრების მწვრთნელებმა კლუბების ინტერესები გაითვალისწინეს და რადგან წინა უქმეებზე დიდი 10-ის მორიგი ტურის შეხვედრები იყო, გეგმები შეცვალეს.

"ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ კლუბების ინტერესებს, რომელთაც ეს ბიჭები მარტში დაგეგმილი დიდი შეკრებისას დააკლდებიან და ამ ეტაპზე უპირატესობა მათ ინტერესს მიენიჭა. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ, მოთამაშეები კვლავ კლუბებში დაბრუნდებიან და ორ-ორ თამაშს ჩაატარებენ, რის შემდეგაც 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადება 3-კვირიანი შეკრებით განახლდება",  - ამბობს მაისურაძე.

"მარკუსიში" უმცროსი ბორჯღალოსნები დღეს გამთენიისას გაემგზავრნენ და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების უახლოეს რეზერვთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ. შეხვედრები 11 და 16 თებერვალსაა დაგეგმილი.

ფრანგულ შკრებაზე გუნდს კვლავ დააკლდებიან 18 წლის მოთამაშეები, რომლებიც ასაკობრივი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან, ასევე ლეგიონერთა დიდი ნაწილი. ზევით ვთქვით, რომ გუნდთან ერთად მოკლევადიანი შეკრება გაიარა ‘მონ-დე-მარსანის’ ბურჯმა ლაშა მაჭარაშვილმა. 31-კაციან განაცხადში კიდევ ერთი ლეგიონერია - თედო აბჟანდაძე გუნდს პირდაპირ საფრანგეთში შეუერთდება. დაშავდა რუსთავის "ხარების" მეორეხაზელი ლუკა გელაშვილი, რის გამოც ამ პოზიციაზე კაპიტანი ბექა საღინაძე გადავა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, თუმცა მაისურაძე თვლის, რომ ფრანგებთან საკონტროლო თამაშის ჩატარება ჩვენთვის მაინც მომგებიანი იქნება:

"სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ისეთი გუნდები არ გვყავს, რომელთანაც ხარისხიანი თამაშის ჩატარებას შევძლებდით, ამიტომ, რა ვარიანტიც გვაქვს იმას უნდა დავთანხმდეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ შეკრების და თამაშების ორგანიზებაში დაგვეხმარა. დიახ, შესაძლოა მეტოქემ გარკვეულწილად გაგვიცნოს, მაგრამ ამ ეტაპზე ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება“, - აცხადებს მაისურაძე. 

ფრანგულ ტურნეში მიემგზავრებიან:

შერკინება (ფორვარდები)

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), გიორგი ხარაიშვილი (ხაშური), ლაშა მაჭარაშვილი (მონ-დე-მარსანი, საფრანგეთი), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია);

ხაზი (ბექები)

ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), თენგიზ პერანიძე (ლელო), თედო აბჟანდაძე (ტერენორ კოლეჯი, ირლანდია), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), კოტე მარჯანიშვილი (ჩოხოსნები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), გიორგი ასათიანი (ლელო). მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე

მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურაბ ამონაშვილი

ფიზ.მომზადება: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი

მენეჯერი: ოთო იაშვილი

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

ჰარი კეინის დუბლი - გუნდის ლიდერმა ინგლისელებს 3 ქულა ბოლო წუთებზე მოუტანა

4 საათის წინ

15 წუთზე ტუნისელთა მეკარემ ტრავმა მიიღო, მის ნაცვლად მოედანზე შემოვიდა მუსტაფა. 35 წუთზე ტუნისის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო. ფერჯანი სასიმ წონასწორობა 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად მოახერხა.  მეორე ტაიმში უპირატესობას ინგლისი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212