საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებისთვის ემზადება

  • სპორტი
  • 05 თებერვალი, 2018
  • 18:18
  • მაგდა კლდიაშვილი

“შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შეხვდნენ. 

ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება.

ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედას 10 თებერვალს, ქუთაისში, “აია არენაზე“ გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის გაფართოებული 36 კაციანი შემადგენლობით ემზადება, საიდანაც 24 ლეგიონერია, 12 კი საქართველოს ჩემპიონატის, “დიდი 10“-ის მოთამაშე. ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელთა ნაკრებს ოფენბახში დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნებს ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ. “ბორჯღალოსნები“ ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 2005 წლის 12 ივნისს, ასევე ქუთაისში “ბორჯღალოსნებმა“ მაშინდელი ერთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს. 

"მივესალმები ჩვენს მორაგბეებს, წარმატებულ სპორტსმენებს, ადამიანებს, რომლებმაც ქართველ გულშემატკივარს არაერთი გამარჯვება აჩუქეს. მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით და თითოეულ თქვენთაგანს, უდიდეს პატივისცემას ვუდასტურებ. მინდა გისურვოთ წარმატებული, გამარჯვებებით დატვირთული სეზონი. დარწმუნებული ვარ, შეძლებთ რაგბი ევროპის გათამაშებაში გამარჯვებას და ასევე ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნებას, რომელიც ჩვენსა და რუმინეთის ნაკრებს შორის თამაშდება. კარგად ვიცი, რომ ეს წელი უმნიშვნელოვანესია თქვენთვის, როგორც 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მოსამზადებელი ეტაპი. 2015 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე საოცარი, თავდაუზოგავი ასპარეზობით, ქართველი და ამასთან არაერთი უცხოელი გულშემატკივრის აღფრთოვანება გამოიწვიეთ. შედეგიანმა თამაშმა კი ავტომატურად მოგიტანათ იაპონიაში, 2019 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. მჯერა, იაპონიაშიც წარმატებით ითამაშებთ და ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანთ. ამის თქმის უფლებას მაძლევს, რაგბის კავშირის და სამინისტროს მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებას ახალი, მძლავრი ბიძგი მისცა და ქართულ რაგბს მსოფლიოს სარაგბო ოჯახში პოზიციები განუმტკიცა", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 

 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

3 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237