GE EN

დღის სიახლეები

პოლიტიკა

მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე: ორი თვის წინ ფეხზე იდგა, ახლა წევს - პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვარ აქ

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ინახულა,  ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას სთხოვს. 

1669721644

მსოფლიო

ბიზნესი

საფრანგეთი უკრაინას დამატებით €100 მილიონამდე სესხს გადასცემს

საფრანგეთის განვითარების სააგენტო, უკრაინას, დამატებით 100 მილიონ ევრომდე სესხს გადასცემს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა, მრეწველობის და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრმა - ბრუნო ლე მერმა. ამ ინფორმაციას, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

1669721624

საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

2022 წლის 28-29 ნოემბერს, კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

1669719227

სპორტი

არგენტინამ მექსიკა დაამარცხა და პლეი ოფში გასვლის შანსები შეინარჩუნა

დასრულდა ფეხბურთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრები

1669496311

1669487501

სხვა სიახლეები

ნინო თანდილაშვილი კონფერენციას „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მერების შეთანხმება - აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Com East) ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში „მერების შეთანხმების 10 წლისთავი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“ მიიღო მონაწილეობა.

1669721264

ეროვნულ არქივში მეორე სტუდენტური კონფერენცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეორე სტუდენტური საერთაშორისო კონფერენცია „არქივები, სტუდენტები, ინოვაციები“ ონლაინრეჟიმში გაიმართა.

1669720958

სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებულ შემდეგ ეტაპზე, ქუჩების გამტარიანობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტევადობა გაიზრდება

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებების განხორციელების შედეგად, ქალაქში გადაადგილება ყველასთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი იქნება,  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას სატრანსპორტო პოლიტიკით გათვალისწინებული შემდეგი ეტაპები გააცნო.

1669719045

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ქვეყნის ეკონომიურ ზრდა აბრაზებს, განწირულია

„ამ დღეების განმავლობაში მუდმივად  გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები. ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით  ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო  ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ  და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი  ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, -  ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

1669717842