„როლან გაროსზე"  ერთეულთა თანრიგებში მეოთხედფინალური შეხვედრები დასრულდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩის კარენ ხეჩანოვთან მოგების შემდეგ ნახევარფინალის საგზური მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა კარლოს ალკარასმა მოიპოვა. მან მეოთხედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი (N5) გაანადგურა - 6:2, 6:1, 7:6(7:5)



აღსანიშნავია, რომ ციციპასმა მარცხი ძილთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა.

„მან კარგად ითამაშა. ეს არ იყო განსაკუთრებული ჩოგბურთი, მაგრამ მან კარგად ითამაშა. რის თავიდან აცილებასაც მომავალში ვეცდები, არის მელატონინის აბების მიღება და ხანმოკლე ძილი თამაშის დაწყებამდე", - თქვა ციციპასმა.

გერმანელი ალექსანდრ ზვერევის (N27) და არგენტინელი ტომას მარტინ ეჩევერის (N490 შეხვედრაში ზვერევმა 6:3, 3:6, 6:3, 6:4 გაიმარჯვა, ხოლო ნორვეგიელ კასპერ  რუდს (N4) და დანიელ ჰოლგერ რუნს (N5) შორის მატჩი ნორვეგიელის გამარჯვებით დასრულდა - 6:1, 6:2, 3:6, 6:3


ქალთა შორის ნახევარფინალებში ერთმანეთს შეხვდებიან პოლონელი იგა შვიონტეკი (N1) და ბრაზილიელი ბეატრის ჰადად მაია (N14) და ბელარუსი არინა საბალენკა (N2) და ჩეხი კაროლინა მუხოვა (N43)