პრაღაში, „ფორტუნა არენაზე", კონფერენც ლიგის ფინალური შეხვედრა დასრულდა.

პირველ ტიამში „ფიორენტინა" უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ამას შედეგში ასახვა არ მოჰყოლია და ტაიმო უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის  მე17 წუთზე წუთზე საიდ ბენრაჰმამ  თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და „ვეს ჰემი" დაწინაურა, ხუთი წუთის შემდეგ კი ჯაკომო ბონავენტურამ საპასუხო გოლი გაიტანა.

შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე ჯაროდ ბოუენმა „ვეს ტემი" ისევ დააწინაურა. 

მსაჯის მიერ დამატებულ ცხრა წუთში ანგარიში აღარ შეცვლილა და კონფერენც ლიგის თასი ლონდონელებმა მოიპოვეს.