თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის  და  მიგრაციის ლექსიკონი“ - გაიმართა, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინიტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა გახსნა, ლატვიის და ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წარმომადგენლებთან ერთად.

კონფერენცია ჩატარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მიგრაციის ევროპული ქსელის ლატვიის ეროვნული საკონტაქტო პირის ერთობლივი ორგანიზებით.

მიგრაციის ევროპულმა ქსელმა შეიმუშავა და მუდმივად აახლებს ყოვლისმომცველ ლექსიკონს, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირში თავშესაფრისა და მიგრაციის პოლიტიკის ძირითად ცნებებს. ლექსიკონი ქართულ ენაზე თარგმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ენის სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით.

 ღონისძიება მიზნად ისახავდა სადისკუსიო პლატფორმის უზრუნველყოფას, სადაც ქსელის ეროვნული საკონტაქტო პირების, აკადემიური წრეებისა და მიგრაციის სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმანეთს გაუზიარებდნენ გამოცდილებას მიგრაციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გამოყენების კუთხით.

 კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა ქსელის ტერმინების არსი და მათი მნიშვნელობა, როგორც ევროკავშირისთვის, ისე მის ფარგლებს მიღმა.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის ხელშეწყობით განხორციელდა.