სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღვარი, მეუფე სვიმეონი ცხრამუხის მონასტერში მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს: 

"არ იყო საჭირო კედელ-კედელ გამოფენილიყო ის შემთხვევა, რა შემთხვევაც მოხდა დედათა მონასტერში. მას უნდა გავუფრთხილეეთ, ის ადამიანია, წარმოიდგინეთ ეს რომ საკუთარ დედას შემთხვეოდა, ვინ ისურვებდით ასე გამოფენილიყო ეს შემთხვევა. ეს არის ქრისტიანობა? ეს არის ადამიანობა, რომ სკანდალებით თავს ვიწყნარებდეთ? ადამიანს ამხელა განსაცდელი აქვს და კიდევ აქეთ ცდილობენ დადანაშაულებას. რაც არ უნდა ითქვას, არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი. ეკლესიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ ამდენ დევნას როგორი წაქეზება და სიძულვილი მოყვება. მონასტერზე და დედაოებზე როგორ უნდა წააქეზო ეს გაჭირვებული ადამიანები"- განაცხადა მეუფე სვიმეონმა.