GE EN FR

საზოგადოება

ჯაბა სამუშიამ სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ისა და შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ დაარსებიდან 15 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.

1714051058

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოგისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს.

1714049610

კახა კალაძე არსენალის მთის პროექტზე: 2011 წლიდან აღნიშნულ კომპანიაში არ ვარ, არანაირი შეხება და ინტერესი არ მაქვს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია. ამის შესახებ მან მედიასთან ოპოზიციის წარმომადგენლების ბრალდების საპასუხოდ ისაუბრა.

1714048844

წყალტუბოში მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

1714048756

ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.

1714040510

სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენეზიის პირისპირ

26 აპრილს, თბილისი კამპანიის „სამედიცინო საზოგადოება ჰიპერტენზიის პირისპირ“ ფარგლებში მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც 18:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) გაიმართება. ამჯერად, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ინიციატივით და ფრანგული ფარმაცევტული კომპანია „სერვიეს“ მხარდაჭერით,  სამედიცინო ასოციაციები  და დარგის წამყვანი სპეციალიტები  ჰიპერტენზიასთან ბრძოლის 3-წლიან მარათონში ერთიანდებიან.

1714039644

თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის, სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინიციატივით მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძესთან ერთად გაეცნო.

1714039347

გიორგი ამილახვარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა.

1714039034

სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

1714037085

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ.ოტავაში, კანადის მთავრობისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალს დაესწრო.

1714035621

"ჩვენი ჯარის" ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

1714035385

ლევილის ქართველთა მამულში ხელოვანთა რეზიდენციის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები მოეწყო. 

1714028894

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა

კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.

1713971175

ლაზარე გრიგორიადისი: ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ და ყველაფერზე დავთანხმდი

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილემ ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

1713969878

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით - ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა

პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილემ ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

1713969679

გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს თბილისის საკრებულოში  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ მოაწერეს ხელი.

1713964848

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.

1713961308

SEO სააგენტო „ალპაკა” - თქვენი სანდო ონლაინ პარტნიორი

ალპაკა, საქართველოში წამყვანი SEO სააგენტოა, რომელიც 2019 წლიდან ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ონლაინ სივრცეში თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებაში. 100-ზე მეტი წარმატებულად განხორციელებული SEO პროექტით, ალპაკამ დაამტკიცა, რომ ფლობს ცოდნას, გამოცდილებასა და ხედვას ციფრულ სამყაროში ბიზნესის წინსვლისთვის.

1713959343

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.

1713958196

კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, "მე რუსთველი" და "თუთარჩელა", ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტრადიციული სასცენო სამოსი ამჯერად გადასცა ორ ანსამბლს - ა(ა)იპ „თუთარჩელა - 2024“-სა და ა(ა)იპ „მე რუსთველს“.

1713958054

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

1713951044

ნაირა გელაშვილი: როგორ ბედავს ხელისუფლება, რომ ამდენ ათას ადამიანს, ვინც არასამთავრობო სექტორშია დასაქმებული, მოღალატედ აცხადებს?

არასამთავრობო ორგანიზაცია კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლი“-ს ხელმძღვანელი, მწერალი ნაირა გელაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირების საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს. 

1713948967

კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1713945822

"დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი" - აზერბაიჯანის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნულ თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის  კახის  სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე წარმოადგინა ვახტანგ ანდიაშვილის „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“.  საზეიმო საღამო კახის  სახელმწიფო  ქართული დრამატული თეატრისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენას მიეძღვნა.

1713945164

კახა კალაძე: საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კიდევ ერთი ეროვნული მნიშვნელობის გადაწყვეტილება და სტიმულია მომავალი ფეხბურთელებისთვისაც

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფულადი ჯილდო გადაეცეს, მნიშვნელოვანია. 

1713943818