GE EN FR

სამართალი

ზესტაფონში, ცოლზე ძალადობის ფაქტზე პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით,  ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ.

1711715752

კლინიკებისგან ქრთამის სახით მიიღეს 532 126 ლარი - სუსმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

1711710560

თებერვალში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის 20,6% ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოდის

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

1711709717

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

1711641803

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

1711635595

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადის საქმის განხილვა, რომელი დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 8 აპრილამდე გადაიდო. 

1711615955

ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.

1711614192

16 წლით პატიმრობა მიესაჯა, ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დამნაშავედ ცნო და სასჯელის ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

1711558649

ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ქუთაისში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1711557806

თელავში 4 ბინის ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

1711531293

ქობულეთში, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ ქობულეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1711530690

საქართველოს პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის 5 და საქართველოს 2 მოქალაქის მიმართ დაიწყო.

1711467106

კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მეწარმეს სისტემატურად სძალავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.კ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

1711466588

ბათუმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში  ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში  ბრალდებულს 14  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

1711464187

ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში მე-12 კლასელი ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

ჭიათურის სოფელში, მე-12 კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჭიათურის მერი, სოციალურ ქსელში ბიჭია ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. 

1711291906

ლევან მურუსიძე „ვეტინგზე“: აი, საუბარი რომ არის - აქ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, აქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრ მოსამართლეს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი

როდესაც წინასწარ აცხადებ, რომ სასამართლო სისტემაში არიან კორუმპირებულები, წინასწარ გაქვს უკვე მოსაზრება გამოთქმული და მიზანმიმართულად იძახი, რომ ეს მოსამართლეები არიან გასაყრელი სასამართლო სისტემიდან, უბრალოდ, კეთილსინდისიერების მოტივით ცდილობ, სასამართლო დაიქვემდებარო, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს „ვეტინგის“ სისტემაზე საუბრისას განუცხადა.

1711288082

უზენაესი სასამართლო: " ვეტინგი" არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს - უხეშად ლახავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს

საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს. მოსამართლეებმა კონფერენციის მონაწილე კოლეგებს სიტყვით მიმართეს და შეშფოთება გამოთქვეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის - ე.წ. „ვეტინგის“ სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. 

1711283533

ქობულეთში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 47 წლის პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1977 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში დააკავეს.

1711263665

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფის და სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, 19 წლის დაზარალებულზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სთხოვდა მორჩილებას და მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. 

1711195061

ცეცხლმოდებული საკონცერტო დარბაზის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა

სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კრონუს სითი ჰოლში“ ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ რუსული მედია (ТАСС,  РИА Новости) იტყობინება. „რია ნოვოსტის“ ცნობით, შეირაღებულმა პირებმა ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს, რამაც ძლიერი აალება და ხანძარი გამოიწვია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტერაქტის დროს 40 მდე ადამიანი დაიღუპა და 100 ზე მეტი დაიჭრა.

1711136285

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკონცერტო დარბაზ "კროკუს სითი ჰოლზე" სამართალდამცავების შტურმი იწყება

სამმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მოსკოვის საკონცერტო დარბაზ „კრონუს სითი ჰოლში“ ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ რუსული მედია (ТАСС,  РИА Новости) იტყობინება. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ტერაქტის დროს 40 მდე ადამიანი დაიღუპა და 100 ზე მეტი დაიჭრა.

1711135453

პირს, რომელმაც მეუღლეს დანით 3 ჭრილობა მიაყენა, ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

1711129190

ამოღებულია 200-მდე ქალის 5000-ზე მეტი ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა - 19 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თანამშრომლების მიერ, 19 წლის დაზარალებული გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი გ.ქ.

1711119319

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის, აჭარის, კახეთისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

1711089650

ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში გასცეს - ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.

1711089304