18 ივნისს, ქალაქ გორის "ვილა პარკში" ფესტივალის "ვარდების წვიმა" გრანდიოზული დახურვის ცერემონია გაიმართება.

როგორც ფესტივალის ავტორი და ორგანიზატორი ცირა ოქროპირიძე აცხადებს, "ვარდების წვიმა", რომლის დევიზია: "აავსე დედამიწა ვარდებით", წელს პირველად გადის საგურამოს მშობლიური ბაღიდან და მას გორის "ვილა პარკი" უმასპინძლებს, სადაც ყველა პირობა არსებობს ფესტივალის გრანდიოზული ცერემონიის მოსაწყობად: "დიდი სურვილი მაქვს, საგურამოდან გორისკენ გავაკეთოთ ვარდის ფურცლების, სურნელის ლამაზი ცისარტყელა და ეს გავუზიაროთ გორელებს, მომსვლელ სტუმრებს და ყველას, ვინც დაესწრება საოცარ კონცერტს."

18 ივნისს "ვილა პარკი" უმასპინძლებს ფესტივალს “ვარდების წვიმა” საღამოს 20:00 საათზე გაიმართება ფესტივალის დახურვის გრანდიოზული გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები:მერაბ სეფაშვილიანსამბლი "ფორტე"სოფო ბედიანატო მეტონიძეტატო გოდერძიშვილიკახა ცაბაძეოთხი გიავანიკო გალუაშვილითეა დემურიშვილიკონცერტს გაუძღვებიან ზურა მანჯავიძე და ცირა ოქროპირიძე.ბილეთის ფასი - 25₾ბილეთი მაგიდასთან - 50₾დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: +995 596 888 858

შეგახსენებთ: წელს, ფესტივალი "ვარდების წვიმა" ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

"აავსე დედამიწა ვარდის სურნელით" - 28 მაისს, საგურამოს ვარდების ბაღში გაიხსნება ფესტივალი “ვარდების წვიმა” ( ფოტორეპორტაჟი)