დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა, მსჯავრდებული სააკაშვილი  სასჯელს  იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  იუსტიციის სამინისტრო გამოვთქვამს მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს სთავაზობს, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში.

„ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაძაბულობის მუხტის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  საზოგადოებს უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილი საპატიმროში შესახლების დღიდან, სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც მას კანონმდებლობთ აქვს მინიჭებული. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პეროდისთვის იყო დაახლოებით1500. ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც სააკაშვილს წარმოეშვა, სახელწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული – მე-12 დაწესებულებაში, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომ სამხედრო დაწესებულებაში. შემდეგ, ის განთავსებული იყო მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაცმას ჰქონდა დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელსაც იგი საკუთარი გადაწყვეტილებით სრუყოფილად არ იტარებდა. მისი ქცევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გაუარესების მინიმიზაციის მიზნით, იგი გადაყვანილი იყო მრავალპროფილურ კლინიკაში რელევანტური სამედიცინო ღონისძიებების ჩასატარებლად, სადაც იმყოფება დღემდე.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ექიმების დისკრედიტაციის და დაუმსახურებელი უნდობლობის გამოცხადების არაერთი მცდელობა ვიხილეთ, რაც ჩვენს მიერ მკაცრად იყო დაგმობილი და მრავალჯერ მოვუწოდეთ ყველას დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელკებისგან თავშეკავებისკენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის მიუხედავად ერთგულად ახორციელებს თავის მოვალეობას. ჩვენს ასევე მივმართეთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ჯანმრთელობის შესაფასებლად და ექპერტიზაა ჩანიშნული.

ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე ააგვრცელა ინფორმაცია სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობაზეც სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. უნდა შევახსენოთ ყველას, მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია.

კანონის წინაშე თანასწორობა არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. ასევე, ცენტრი „ემპათია“ ატარებს დამოუკიდებელ ექპსერტიზას, რომელშიც ასევე ჩართულების იყვნენ უცხოელი ექსპერტები და სახელმწიფომ თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები. გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.