ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ინახულა,  ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას სთხოვს. 

მისი თქმით, ის რეგულარულად აწვდის პატრიარქს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ინფორმაციას.

"უფრო და უფრო სუსტადაა, დაახლოებით, ორი თვის წინ ფეხზე იდგა. ახლა წევს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საზღვარგარეთ, სამკურნალოდ გადაიყვანენ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვარ აქ. ნაკლებად ვსაუბრობ და ბევრი ვიმოქმედო"- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა "ტვ პირველთან" საუბრისას.