GE EN FR

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გლობალური ტურბულენტობა გადაივლის, შეიძლება სხვა სამყარო იყოს, სადაც გაცილებით მშვიდად შეგვეძლება მომავალზე ფიქრი. დღეს ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში - ამის შესახებ "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა. 

1713588101

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გმირთა მემორიალთან მათ დადეს ფიცი, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ. მათი თქმით, არასოდეს დაუშვებენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.

1713555520

სოზარ სუბარი: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

1713553853

გიორგი გახარია: „ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ

„ოცნებას" ვურჩევ, ცოტა ენას კბილი დააჭირონ, რადგან შემიძლია დავაბულინგო უბრალოდ, მაგრამ ჯერ თავს ვიკავებ, აბსოლუტურად ზომიერი ადამიანი ვარ და ვიცი, რომ დღეს ქართული პოლიტიკისთვის ზომიერება და სიმშვიდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

1713552491

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, პარლამენტთან აქცია იმართება

მოძრაობების „ჯიუტისა“ და „დაფიონის“ ორგანიზებით, აქცია იმართება. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა ბანერები მიიტანეს, რომელთა შორის გამოჩნდა ბანერი წარწერით: „თავისუფლება მიხეილ აღმაშენებელს“.

1713549751

გიორგი გახარია: „ოცნება" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთს ფიქრობს, მეორეს ამბობს და მესამეს აკეთებს

„ქართული ოცნების" ყველაზე დიდი და ტრაგიკული შეცდომა არის ის რომ ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რამდენიმე თაობის კონსენსუსს ჩვენს საზოგადოებაში, რომ საქართველოს მომავალი არის დასავლურ, ევროპულ ოჯახში სრულფასოვან წევრებად და ეს ყველა საუბრები მრავალ ვექტორულ საგარეო პოლიტიკაზე, ან ნეიტრალიტეტზე, ანუ მსგავს სისულელეებზე, რომელზეც დღეს „ოცნების“ წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს გამოიყვანს ქუჩაში საპროტესტოდ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

1713548583

შარლ მიშელი: კანდიდატი ქვეყნები თუ დაუჭერენ მხარს კანონპროექტებს, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს არ შეესაბამება, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე

მინდა, გარკვევით ვთქვა, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭი უყარეს, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, არამედ პირიქით, იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ განუცხადა.

1713546511

თინა ბოკუჩავა: აბსოლუტურად ვეთანხმები სააკაშვილს, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია, ერთიანობა

ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, მზად არის გვერდზე გადადოს ყოველგვარი ვიწროპარტიული ინტერესი და ამოვიდეს ქვეყნის ინტერესიდან, რაც ეროვნული გამარჯვებისთვის ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურ ერთიანობას წარმოადგენს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

1713545712

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე: მჯერა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობა

არ შეიძლება, ყველა ოპოზიციური პარტია, როგორც სუბიექტი, ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე ერთიან საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

1713545030

პეტრე ცისკარიშვილი: მიშას სოფოს მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და მის სურვილებს გავითვალისწინებთ

ამ პერიოდის განმავლობაში სოფო იყო მისი პირადი წარმომადგენელი, მის მიმართ აქვს ძალიან დიდი ნდობა და რა თქმა უნდა, ჩვენ მიშას ამ იდეას და სურვილებს გავითვალისწინებთ,-  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს: „ნაცმოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ“.

1713544814

მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას, არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა.

1713543294

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და  დელეგაციის წევრებს (სუზან ნორდსტრომს, ჰანნა იენარშონს და მილ შტრანდს) შეხვდნენ.

1713542977

ალეკო ელისაშვილი: იქნება „ძაღლობის” წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება

მჯერა, რომ აქ იქნება არა გამოძიება, არამედ ჩაფარცხვა და „ძაღლობის“ წარმომადგენელი პოლიციელებისთვის მაქსიმალურად ხელის დაფარება, - ამის შესახებ „მოქალაქეების“  დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში მისი გამოკითხვის დასრულების შემდგომ განუცხადა.

1713542485

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პოლიტიკა, ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი კეტავს და გასაღებს კრემლს გადასცემს

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი პოლიტიკა, ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს და გასაღებს კრემლს გადასცემს, - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1713542174

მიხეილ სააკაშვილი: ელისაშვილს ჩემ მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება, მაგრამ როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ!

ელისაშვილს ჩემ მიმართ სოლიდარობა არასდროს ემეტება, მიუხედავად ამისა, მას, როგორც „ქოცების“ იაფფასიანი შურისძიების მსხვერპლს, სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! - ამის შესახებ საქართველო მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

1713541836

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, "რუსული კანონი" დაარქვა

„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

1713541240

ლევან იოსელიანი: კარგად მესმის, რომ ყველას სახალხო დამცველი ვარ, არც ალეკოსი ვარ მარტო და არც თუნდაც მდინარაძის

ერთადერთი არის კანონი, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა გამოსავალი როცა მოინახა ამ ქვეყანაში და მონახეს, ეს იყო ბანდებად დაყოფილი ქვეყანა და სამოქალაქო დაპირისპირება. ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, აღარ მინდა იქ დაბრუნება და იმიტომ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი დაპირისპირება იყოს აღკვეთილი,-  ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

1713541144

ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანი აგენტია, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს

„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

1713540762

ანრი ოხანაშვილი "ნაცმოძრაობას": თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ - არის თუ არა ეს რუსული საქმე?

"ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან" - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. 

1713536526

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

1713536133

მიხეილ სააკაშვილი: "ნაცმოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ

სოფოს(სოფო ჯაფარიძე. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი) თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.    - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1713535723

ანრი ოხანაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება

„ოპოზიციის წარმომადგენლებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

1713535505

ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.

1713534469

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა.

1713534325