საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში დანით შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ადამიანი დაჭრა, მათ შორის, მცირეწლოვანებიც. გავრცელებული ინფორმაციით, სამ წლამდე ასაკის ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი კაცია, რომელიც პოლიციას სირიელ ლტოლვილად გაეცნო და იგი პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი.

"მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში, ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან, ერი შოკირებულია", - წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში.

თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.