GE EN FR

ბიზნესი

ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში  კომპანიის MMG Agriculture  თხილის ბაღი  დაათვალიერა  და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

1713958909

ფირფიტებზე გაცოცხლებული ადრეული 90-იანებისა და 2000-იანების მუსიკა - „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, ბანკი პროექტ- „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ მხარდამჭერია. 

1713957653

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი მიმდინარეობს

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაზიანებული გზების რეაბილიტაცია გეგმის და არსებული რესურსის გათვალისწინებით ხორციელდება. რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი ამ ეტაპზეც მიმდინარეობს. 

1713957521

ნატო ვაჩნაძის ფონდის პრემიაზე “ელისო” ნამუშევრების რეგისტრაცია დაიწყო

ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიაზე “ელისო”, რომელიც წელს პირველად ტარდება, ნამუშევრების მიღება დაიწყო და ეს პროცესი 1 მაისამდე გაგრძელდება. პრემია „ელისო”, რომელიც ქართულ კინოში გამორჩეულ ნამუშევრებს გადაეცემა,  ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ტარდება.  დაჯილდოება 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ნატო ვაჩნაძის ფონდის მთავარი პარტნიორები არიან ‘’თეგეტა’’, ‘’თეგეტა ქარსი’’,  გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ასევე “სარაჯიშვილი”, “გალფი”, ‘’Rooms Hotels’’ და სხვა.

1713957096

ჩაირთე სილქფესტით ულიმიტო და სხვა კომბინაცია სპეციალურ ფასად!

 სილქფესტის აქციით, 25 და 26 აპრილს, მომხმარებელი მთელი თვით გაიაქტიურებს ერთ ან რამდენიმე პირობას:  

1713952140

„აგრო იმპექსმა“, თიბისის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, კომპანია “აგრო იმპექსმა”, თიბისის აგრო სესხის მხარდაჭერითა და USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანადაფინანსების ფარგლებში, საირიგაციო წყალსაცავზე საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა.

1713951622

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

 საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“რეკონსტურქციისა და გაფართოების პროექტს ახორციელებს. 

1713951492

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

 ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნება, მთავარი გატაცება და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საუკეთესო ასპარეზია. 

1713951360

ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

თბილისის მერია ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაციას დღეიდან იწყებს.

1713947570

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

1713943116

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - "სიფუდ გრუპ თელავს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

1713880319

პრემიერი: ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

1713876231

წარმატებული მოდებატეების შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით

22 აპრილს 11:00 საათზე გაიმართა სტუდენტებისა და მოსწავლეების ერთობლივი შეხვედრა დედამიწის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის N123 აუდიტორიაში (მის.: ქ. თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5). ღონისძიებაზე 2024 წლის სტუდენტური ფესტივალის ტურნირის საუკეთესო მოდებატეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, შეხვდნენ სტუდენტებს და დებატების სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აქტიურად ემზადებიან დებატების ეროვნული ტურნირისთვის გარემოსდაცვით თემატიკაზე.

1713872348

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI–ს პირველი ფილიალი გაიხსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა.

1713868833

კურორტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოსა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით 2024 წლის 22-24 აპრილს იმერეთის რეგიონის კურორტ წყალტუბოში ევროპის ისტორიულ თერმულ ქალაქთა ასოციაციის გენერალური ასამბლეა იმართება. 

1713866945

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა.

1713866731

საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის პროფესიონალების 10-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

1713859871

მარიამ ქვრივიშვილი: მესტიის აეროპორტის გაფართოება და  ინფრასტრუქტურული განვითარება მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება. მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება და 2025 წელს მესტიაში, ახალი ტერმინალი პირველ მგზავრებს მიიღებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიების შემდგომი გაძლიერებისთვის. 

1713857920

ლევან დავითაშვილი: გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს

„ვფიქრობ, გამჭვირვალობა არის უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მოეთხოვება ყველას, მათ შორის, განსაკუთრებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რადგან მათი ამოცანა არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხები, რომ ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდნენ სწორად. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა აბსოლუტურად ლეგიტიმურია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

1713793475

ლევან დავითაშვილი შეღავათიანი დაბეგვრის ქვეყნებიდან აქტივების გადმოტანაზე: კანონი იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება

„კანონი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, მეტი ინვესტიცია, მეტი ქონება და საქართველო იყოს მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანა ინვესტორებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა და ზუსტად ეს არის კანონის მოტივაცია,“ - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ ინიცირებული ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის საკითხს შეეხება. 

1713792409

ლევან დავითაშვილი: მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება, რომელიც  საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო კარგად ვემსახუროთ მგზავრებს

მესტიაში ახალი საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარება იწყება - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მესტიის აეროპორტს სრულიად განახლებული სამგზავრო ტერმინალი ექნება. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

1713792322

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა/გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

2024 წლის პირველ კვარტალში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, გამოავლინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახეობის თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის  271  ფაქტი.

1713792248

მცხეთაში თიბისის ბარათებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდას შეძლებთ

მცხეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე შესაძლებელია თიბისის ნებისმიერი ბარათით.  მგზავრობის საფასურის გადახდა შეიძლება, როგორც ფიზიკური ბარათით ასევე ციფრული საფულის მეშვეობით.

1713784934

მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება

მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირებაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა - შეირჩა გამარჯვებული  კომპანია  Green Studio, რომელმაც 18 პრეტენდენტს შორის  მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის ყველაზე საუკეთესო პროექტი წარმოადგინა.

1713783595