კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

კვიპროსში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ქვეყნის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა ნიკოს ანასტასიადისმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემებით, 71 წლის კონსერვატორმა ნიკოს ანასტასიადისმა ხმების 55.99% მიიღო. მის ოპონენტს სტავროსი მალასს კი ამომრჩეველთა 44% -მა დაუჭირა მხარი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მალასმა უკვე აღიარა არჩევნებში დამარცხება და სატელეფონო საუბრისას ნიკოს ანასტასიადისს გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, 4 თებერვალს კვიპროსში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პირველ ტურში ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა ხმების 35.51% მოიპოვა. მეორე ტურში მისი მეტოქე სტავროს მალასი იყო, რომელმაც პირველ ტურში ხმების 30.24% მიიღო.

ერაყის ავიაციამ სირიაში ''ისლამური სახელმწიფოს'' პოზიციები დაბომბა

ერაყის ავიაციამ სირიაში ''ისლამური სახელმწიფოს'' პოზიციები დაბომბა

27 წუთის წინ

"მეთაურის, ჰაიდერ ალ-აბადის ბრძანებით, ჩვენმა საჰაერო ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საჰაერო იერიშები განახორციელეს", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც Reuters წერს, ინფორმაცია ბრიგადის გენერალმა, ერაყის...

USD 2.4277
EUR 3.0028
GBP 3.4490
TRY 0.5917