2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია

მაგდა კლდიაშვილი

2019 წლის მსოფლიო თასზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყველა მეტოქის ვინაობა ცნობილია.

ურუგვაის ნაკრებმა კანადას, ორი მატჩის ჯამში, 70:60 მოუგო და D ჯგუფში, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. 

"ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკელებს, მომავალი წლის 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, კუმაგაიაში შეხვდებიან.

ურუგვაისთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და მასთან დადებითი ბალანსი გვაქვს - 3:2. პირველად მას 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე, 28 ოქტომბერს სიდნეიში შევხვდით და მეტოქემ 24:12 იმარჯვა. 16 წლის შემდეგ ურუგვაის მსოფლიო თასზე ისევ ვეთამაშებით და რევანშის შანსი გვეძლევა.

რევანშის შანსი უმაღლეს დონეზე, თორემ სხვადასხვა დონეზე სამხრეთელებს სამჯერ მოვუგეთ. მანამდე, 2004 წელს მეტოქეს მონტევიდეოში, საკონტინენტთაშორისო თასისთვის ვეწვიეთ და მასპინძლებმა კვლავ გვაჯობეს - 17:7. მომავალ წელს ურუვაი საპასუხო ვიზიტით უნდა გვწვეოდა, მაგრამ საქართველომდე ვერ ჩამოაღწია.

"ტეროსს", საქართველომ, პირველად 2008 წელს, რუმინეთში გამართულ "ირბ-ს (ახლანდელი მსოფლიო რაგბი) ბუქარესტის თასზე", დაძაბულ ბრძოლაში 20:18 მოუგო. 

ურუგვაის ნაკრები საქართველოს პირველად 2013 წელს ესტუმრა და "თბილისის თასზე", სარეკორდო სხვაობით, 27:3 დამარცხდა. ამავე ტურნირზე, უკვე 2015 წელს, საქართველომ ურუგვაის "ავჭალაზე" 19:10 სძლია.

ამრიგად, გაირკვა 2019 წლის 16 მონაწილე. ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ინგლისმა, ირლანდიამ, სამხრეთ აფრიკამ, უელსმა, საფრანგეთმა, შოტლანდიამ, არგენტინამ, იტალიამ, იაპონიამ და საქართველომ, ეს უფლება 2015 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოიპოვეს; შესარჩევი ეტაპი გადალახეს და "გ" ჯგუფში ითამაშებენ აშშ (ამერიკა1) და ტონგა (ოკეანეთი2), ხოლო „დ“ ჯგუფში ფიჯი (ოკეანეთი1) და ურუგვაი (ამერიკა2).

გასარკვევი დარჩა "ა" და "ბ" ჯგუფის ორ-ორი მონაწილე. ამ ადგილებს გაინაწილებენ ევროპისა და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები, კიდევ ერთი ადგილისთვის ევროპის მეორე გუნდი და სამოა იბრძოლებენ, ხოლო მეოცე, ბოლო მონაწილე საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გაირკვევა, სადაც ერთ-ერთი გუნდი ურუგვაისთან დამარცხებული კანადა იქნება. 

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყველა მეტოქე ცნობილია
11:08 | 5 თებერვალი, 2018

ურუგვაის ნაკრებმა კანადას, ორი მატჩის ჯამში, 70:60 მოუგო და D ჯგუფში, 2019 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიასთან, უელსთან, საქართველოსა და ფიჯის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. 

"ბორჯღალოსნები" სამხრეთ ამერიკელებს, მომავალი წლის 29 სექტემბერს, საქართველოს დროით 09:15 საათზე, კუმაგაიაში შეხვდებიან.

ურუგვაისთან აქამდე 5-ჯერ გვითამაშია და მასთან დადებითი ბალანსი გვაქვს - 3:2. პირველად მას 2003 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასზე, 28 ოქტომბერს სიდნეიში შევხვდით და მეტოქემ 24:12 იმარჯვა. 16 წლის შემდეგ ურუგვაის მსოფლიო თასზე ისევ ვეთამაშებით და რევანშის შანსი გვეძლევა.

რევანშის შანსი უმაღლეს დონეზე, თორემ სხვადასხვა დონეზე სამხრეთელებს სამჯერ მოვუგეთ. მანამდე, 2004 წელს მეტოქეს მონტევიდეოში, საკონტინენტთაშორისო თასისთვის ვეწვიეთ და მასპინძლებმა კვლავ გვაჯობეს - 17:7. მომავალ წელს ურუვაი საპასუხო ვიზიტით უნდა გვწვეოდა, მაგრამ საქართველომდე ვერ ჩამოაღწია.

"ტეროსს", საქართველომ, პირველად 2008 წელს, რუმინეთში გამართულ "ირბ-ს (ახლანდელი მსოფლიო რაგბი) ბუქარესტის თასზე", დაძაბულ ბრძოლაში 20:18 მოუგო. 

ურუგვაის ნაკრები საქართველოს პირველად 2013 წელს ესტუმრა და "თბილისის თასზე", სარეკორდო სხვაობით, 27:3 დამარცხდა. ამავე ტურნირზე, უკვე 2015 წელს, საქართველომ ურუგვაის "ავჭალაზე" 19:10 სძლია.

ამრიგად, გაირკვა 2019 წლის 16 მონაწილე. ახალმა ზელანდიამ, ავსტრალიამ, ინგლისმა, ირლანდიამ, სამხრეთ აფრიკამ, უელსმა, საფრანგეთმა, შოტლანდიამ, არგენტინამ, იტალიამ, იაპონიამ და საქართველომ, ეს უფლება 2015 წელს ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოიპოვეს; შესარჩევი ეტაპი გადალახეს და "გ" ჯგუფში ითამაშებენ აშშ (ამერიკა1) და ტონგა (ოკეანეთი2), ხოლო „დ“ ჯგუფში ფიჯი (ოკეანეთი1) და ურუგვაი (ამერიკა2).

გასარკვევი დარჩა "ა" და "ბ" ჯგუფის ორ-ორი მონაწილე. ამ ადგილებს გაინაწილებენ ევროპისა და აფრიკის შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები, კიდევ ერთი ადგილისთვის ევროპის მეორე გუნდი და სამოა იბრძოლებენ, ხოლო მეოცე, ბოლო მონაწილე საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში გაირკვევა, სადაც ერთ-ერთი გუნდი ურუგვაისთან დამარცხებული კანადა იქნება. 

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი