პატრიარქი: ღმერთმა მოგვცეს ძალა, ჭეშმატირი გზა ვიპოვოთ

პატრიარქი: ღმერთმა მოგვცეს ძალა, ჭეშმატირი გზა ვიპოვოთ

"მამა ზეციერი არასდროს არ ტოვებს კაცობრიობას. მამა ზეციერი ფიქრობს და ზრუნავს", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ხშირად მწუხარება თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი, ადამიანმა უნდა მუდამ იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიჰყავს ადამიანი ღმერთისკენ, და ეკლესია არის კარიბჭე სასუფეველისა, ღმერთმა ძალა მოგვცეს და მადლი მოგვცეს, რომ ვპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა. დალოცვილი იყავით", - აღნიშნა ილია მეორემ. 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517