"სითი ინსტიტუტის" დირექტორი გენგეგმაზე:  ჩვენ რა უნდა დავაპიროთ?! მერიას ჰკითხეთ, რას აპირებს

"სითი ინსტიტუტის" დირექტორი გენგეგმაზე: ჩვენ რა უნდა დავაპიროთ?! მერიას ჰკითხეთ, რას აპირებს

რა ბედი ელის „სითი ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ მიწათსარგებლობის 6 ტომიან გენერალურ გეგმას, რომელიც ხარვეზების გამო დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაიწუნა?! მიიღებს თუ არა კომპანია დარჩენილ 800 000 ლარს და ვისი გეგმით განვითარდება თბილისი? ამაზე ვერდიქტს თბილისის მერია 27 თებერვლამდე გამოიტანს.

"აიპრესთან" "სითი ინსტიტუტის" დირექტორი, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი, მერაბ ბოლქვაძე აცხადებს, რომ მერიის შენიშვნები მხოლოდ ტექნიკური სახისაა და არა კონცეპტუალური. 

_ მერიის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ აღმოფხვრით ხარვეზებს დადგენილ ვადაში, დარჩენილ 800 000 ლარს, რაც კონტრაქტით არის გათვალისწინებული ვერ მიიღებთ, რას აპირებთ?

_ აბა როგორ გითხრათ, ვფიქრობთ რომ მივიღებთ შედეგს. მერიას უნდა ჰკითხოთ, ის რას აპირებს. ჩვენ რაღა უნდა დავაპიროთ? ვამზადებთ დასაბუთებებს, ვხვდებით მერიის სამსახურებს. სავარაუდოდ ვფიქრობთ, რომ შედეგს მივიღებთ. რადგან მიწათსარგებლობის გეგმა როგორც უნდა დამუშავდეს, ჩვენ იმ კანონის შესაბამისობაში ვმოქმედებთ. ამიტომ, აქ შეხვედრებზე, სხვადასხვა სამსახურებთან უკვე გვქონდა 3-4 შეხვედრა. თუ არ ვცდები ვადა 27 თებერვლამდეა, ეს მერიას ჰკითხეთ... 45 დღე კია ვადა, გასულია უკვე 2 კვირა, ცოტა მეტიც... იმ ვადაში ჩვენ ამ მასალებს მივაწვდით და იქნება განხილვა.  პლიუს თქვეს, რომ ვიღაც ექსპერტებს ჩართავენ... ვნახოთ, მედიაც იქნება საქმის კურსში. ამ შეხვედრებზე გამოიკვეთება რა როგორ.

_ შეისწავლეთ თუ არა ის ხარვეზები, რაც მერიამ დაადგინა და რომელია ისეთი, რომლის გათვალისწინებასაც კატეგორიულად არ აპირებთ?

_ იცით რა არის? თქვენ ნუ გეწყინებათ, მაგრამ ხანდახან თქვენ კოლეგებს უნდათ შექმნან ფონი, აი ეს კატეგორიულად მიუღებელია, ის ასე კი არა... რა გინდათ, ჩვენ ვიხილავ სამსახურებთან ყველა იმ საკითხს, ჯერ-ჯერობით ამაზე, რომელია მიუღებელი ამაზე თავს შევიკავებ. აი, როცა დავასრულებ სამუშაოს, მერე მათაც გაუხსნით და ყველას. საკმაოდ კონსტრუქციული 3 შეხვედრა გვქონდა, რითიც კმაყოფილი ვართ.

ჩვენ, მთავარი რაც ვიცით, რა უნდა იყოს გენგეგმაში ამ კონტექსტით მივდივართ. ჩვენ ბოლომდე ვაჩვენებთ, რომ ყველა კანონით და წესით რაც მოეთხოვება, ეს გახლავთ.

_ რამდენიმე თვის წინ, თქვენ მედიასთან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაცია გამართეთ, რომელსაც დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია და მერიის შესაბამისი სამსახურებიც ესწრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტების მხრიდან გენგეგმასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები დაისვა, დარჩა შთაბეჭდილება რომ იმჟამინდელ თბილისის მერს და შესაბამის სამსახურებს თქვენი შემუშავებული გენგეგმა მოსწონდათ, რომელიც ახალმა დედაქალაქის მერმა დაიწუნა...

_ ჩვენ ახლაც მოგვწონს ეს სამუშაო, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად როცა ლაპარაკია, რომ 5 ეტაპი მიღებულია და ეს ამდენ შეხვედრებშიც არაერთხელ უთქვამთ, რომ რაც მთავარია, კონცეფცია და მთავარი ეტაპი მიღებულია.

ჯერ ხმამაღლა არ ვაცხადებთ, გვინდა შევჯერდეთ... ეს ზოგადად ნიშნავს იმას, რომ მე-6 ეტაპზე თუ არის შენიშვნები, მხოლოდ არი ტექნიკური ხასიათის და არა კონცეპტუალური.

_ თქვენ უკვე მიიღეთ კონტრაქტით დადგენილი 2 მილიონი ლარი...

_ კი, ასე ვიცი. მაგრამ, თანხებთან დაკავშირებით უფრო ზუსტად გიპასუხებთ მამუკა სალუქვაძე და არჩილ ბარბაქაძე.

ჩვენ, ის ადამიანები, რომლებიც  ქალაქის დაგეგმარების ბლოკზე ვარ მიბმულები(მე, დემო სვანიძე, გია შაიშმელაშვილი, თემურ ზედელაშვილი, ლადო ვარდოსანიძე, ომარ ჯაფარიძე) და ამას უზრუნველვყოფთ, საპროექტო საქმესთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული რამის თქმა შეგვიძლია, მაგრამ ფინანსები რამდენია, მე როგორც ვიცი საჯაროდ ითქვა - 2 მილიონია.

_ თქვენი პროექტის კოორდინატორი გოგი აბაშიძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაახლოებით 1 500 000 ლარი მოხმარდა უცხოელი პარტნიორების მიერ კონსულტაციებსა და კვლევებს. შეგიძლიათ თუ არა დეტალურად გვითხრათ, რაში, რა დახარჯეთ უცხოელ პარტნიორებთან?

_ შეიძლება ასეც იყო. გოგი საქმის კურსშია, მაგრამ ყველაზე სწორია ამაზე, ამ კომპანიის ხელმძღვანელებს  კითხოთ. ისინი ზუსტად გეტყვიან, ვარაუდებს კი არა. ამდენი ამაზე  დაიხარჯა, ამაზე ამდენი და ა.შ.  მათ შორის არის გერმანული კომპანია „შპეელი“, მეორე გახლავთ ფრანგული ჯგუფი, მესამე გახლავთ უცხოური სატრანსპორტო ჯგუფი. ჰოლანდიური ჯგუფიც არის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ნაწილში. ისინი ზუსტად გეტყვიან სად რა გადაირიცხა, ეს ხომ საჯაროა.

_ რამდენი კვლევა მოამზადა თქვენმა უცხოელმა პარტნიორებმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით?

_ გენგეგმა შედგება დარგობრივი ნაწილებისგან, ეკონომიკური, სოციოლოგია და დემოგრაფიული ნაწილისგან. სწორეს ამ ბლოკს აკეთებდა უცხოელები. შემდეგ არის მნიშვნელოვანი ბლოკი, ლანდშაფტი, მწვანე სივრცეები და ეკოლოგია, ამ ნაწილში ფრანგული ჯგუფია ჩვენთან ერთად მონაწილე. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაცია „სენმა“ გაგვიკეთა საკმაოდ საინტერესო სამუშაო, რომელიც პროექტში დევს. ასევე არის ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტის მიმართულება.

ქალაქ დაგეგმარების ნაწილში უკვე ცნობილია პოლიცენტრული განვითარება და „ბრაუნფილდერის“ ხედვა და არის სატრანსპორტო ნაწილის ძალიან დიდი ბლოკი. აი ეს ტომებად არის გაშლილი. ექვსი ტომია. მანამდე წინა საპროექტო კვლევები იყო, რომელსაც ეტაპობრივად ყოველ 3 თვეში ვაბარებდით. ახლა ხშირად გაისმის, რომ 1700 გვერდია თუ 1400. სინამდვილეში 3 000-მდე გვერდია. სადღაც 60-მდე რუკა და სქემაა, საკმაოდ დიდი და შრომატევადი, ეს ნაშრომები 3000 გვერდამდეა მიმართულებით. გვაქვს აგლომერაციული ნაწილის დამუშავება, რაც ქალაქამდე გავაკეთეთ. ასევე შესრულებულია მიწის ატლასი, რომელიც თბილისისთვის ჯერ არ გაკეთებულა.  ახლა შევასრულეთ გენერალური გეგმის ფარგლებში.

ჩვენი აზრით გარკვეული სამუშაოები შესრულდა გენერალური გეგმის ფარგლებში პირველად და ამ მხრივაც საინტერესოა ეს პროექტი.

_ თქვენ მონაწილეობდით 2009 წლის გენგეგმის შედგენაში. კონკრეტულად სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიის განაშენიანებაში. იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე რაც ახლა სპორტის სასახლის უკან ხდება?

_ მცდარი ინფორმაციაა. სპორტის სასახლის უკან ტერიტორიის განაშენიანების დამუშავებაში მე არ ვმონაწილეობდი. ვიღაცა ჟურნალისტმა დარეკა, მობრძანდეს და ვაჩვენებ რაშიც ვმონაწილეობდი.

მე ვმონაწილეობდი პოლიტექნიკური ინსტიტუტის უკან იყო საცხოვრებელი ჯგუფი და იმაში ვმონაწილეობდი. სპორტის სასახლის განაშენიანება კარგა ხნის წინ იყო გაკეთებული და არ მიმიღია მონაწილეობა.

_ პოლიტექნიკური ინსტიტუტის უკანა ტერიტორიის განაშენიანებაში, კონკრეტულად რომელ ტერიტორიას გულისხმობთ, რა ადგილს მოიცავს?

_ თქვენ გენგეგმა გაინტერესებთ თუ... მობრძანდით ჩვენთან და გაჩვენებთ.

­_ მკითხველს ხომ უნდა ავუხსნა რომელ ტერიტორიას გულისხმობთ?  

_ ეს გახლავთ, „გეპეის“ უკან არის ერთი საცხოვრებელი ჯგუფი. ადრე გავაკეთეთ ჩემს კოლეგასთან ერთად 2009 წელს ასეთი პროექტი „საცხოვრებელი ჯგუფის“.

_ როდესაც მერიამ დაგაჯარიმათ, თქვენ განაცხადეთ, რომ ეს იყო არასამართლიანი, რადგან პროექტის მიმდინარეობის მანძილზე „სითი ინსტიტუტის“ მიმართა პრეტენზია არ გამოუთქვამს.

ნარმანიას დროს „სითი ინსტიტუტი“ 3-ჯერ დაჯარიმდა პროექტის მიმდინარეობს სხვადასხვა ეტაპზე, პირობების შეუსრულებლობის გამო. საერთო ჯამში თანხა იმაზე მეტი იყო ვიდრე ახლა, კახა კალაძის დროს. რატომ აცხადებთ, რომ თქვენს მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ?

_ ამაზე გიპასუხებთ ამ კომპანიის ხელმძღვანელი. იმიტომ, რომ ჩვენ იქ მიწვეულები ვარ. სალუქვაძეს რატომ არ ურეკავთ, ის გეტყვით ზუსტად როდის იყო, რა იყო.

ასეთი განცხადება მე არ მახსოვს. თქვე ახლა ისეთ განცხადებას მეკითხებით, მერე გინდათ დაგიდასტუროთ. 

_ რამდენად მისაღები თქვენთვის თბილისის მერის კახა კალაძის მიერ შექმნილი საბჭო, რომელიც თქვენ მიერ გაკეთებულ გენგემის ხარვეზებზე მუშაობს, სადაც საერთაშორისო ექსპერტები არიან ჩართული?

 

_ მისაღების რა მოგახსენოთ, რომ ჩაერთვებიან მათთან ერთად ვიმსჯელებთ. თუ რამე განსაკუთრებული შენიშვნები იქნება და ჩვენც დავინახეთ, რომ ეს მისაღებია, როგორც ნორმალური ადამიანები, გაგებით შევხვდებით. ვნახოთ რა ექნებათ მათ კონკრეტული შენიშვნები. 

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში ნატოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიება "საქართველო და ნატო" გაიმართება

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში ნატოს კვირეულის ფარგლებში ღონისძიება "საქართველო და ნატო" გაიმართება

46 წუთის წინ

მისივე თქმით, ნატო ქვეყნის სწორი არჩევანია.   ღონისძიებაზე, სენაკის მე-2 საჯარო სკოლაში გამოცხადებულ ესეების კონკურსში გამარჯვებულმა 3 მოსწავლემ ნაშრომი თემაზე - „ საქართველო და ნატო“ წაიკითა.   ღონისძიება სენაკის მაჟორიტარი...

USD 2.4277
EUR 3.0028
GBP 3.4490
TRY 0.5917