თბილისის საკრებულომ ახალი შემეცნებითი პროექტი - ''თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' დაიწყო

ადმინისტრატორი

„თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ - ამ სახელწოდებით დედაქალაქის საკრებულომ, წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა დარჩიას ინიციატივით, ახალი შემეცნებით-კულტურული ხასიათის პროექტი დაიწყო.

როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი მიზნად, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის, თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს. მარიკა დარჩიას თქმით, ყოველი თვის პირველ შაბათს საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს.
„პროექტში, საკრებულოს ინიციატივით, ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას განსხვავებული კუთხით იცნობენ. გარდა თბილისის ისტორიისა, ისინი სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ ექსკურსს ჩაუტარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
დღეს პროექტის პირველი ღონისძიება გაიმართა. ორი საათის განმავლობაში, სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ და მხატვარმა ქეთი მატაბელმა უმასპინძლეს. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოკოლაჟი და მხატვარ ქეთი მატაბელის „თბილისის“ პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა. პროექტის მონაწილეებმა საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. მოწვეული სტუმრები პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ჩაერთნენ და პოემის რამდენიმე სტროფი საკუთარი ხელით გადაწერეს. 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება.
„ახალი შემეცნებითი პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დაწყებით, ჩვენ ვეცდებით, რომ ახალგაზრდებს თბილისის ისტორიები გავაცნოთ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკასა და ზოგადად თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, პროექტი გაამართლებს და ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება თბილისის ისტორიას უკეთ გაეცნონ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიება საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დასრულდა, სადაც დედაქალაქის ისტორიის ამსახველი სლაიდების ფოტო-ჩვენება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროექტის პირველ შეხვედრას საკრებულოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები
ქვეყანაში შემოდის მხოლოდ მაღალი ხარისხის ვაქცინები – ამირან გამყრელიძე

21 თებერვალი, 2018

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე “იბერიის” თოქშოუში “თავისუფალი სივრცე”, საქართველოს მოსახლეობას იმუნიზაციისკენ მოწოდებს. “მინდა თქვენი ეთერით მოვუწოდო საქართველოს მოსახლეობას და გარანტი...

მეტი

"ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" კავკასიის რეგიონში პირველ ფინურ სკოლას ხსნის

21 თებერვალი, 2018

2019 წლის სექტემბერში საქართველოში, კერძოდ საგურამოში, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი" ფინეთის წამყვან განათლების კონსორციუმთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ, ფინურ სკოლას...

მეტი

თბილისის საკრებულომ ახალი შემეცნებითი პროექტი - ''თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' დაიწყო

თბილისის საკრებულომ ახალი შემეცნებითი პროექტი - ''თბილისის ისტორიები საკრებულოდან'' დაიწყო
15:35 | 3 თებერვალი, 2018

როგორც მარიკა დარჩიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტი მიზნად, ახალგაზრდებისთვის და ზოგადად ყველა მსურველისთვის, თბილისის ისტორიის გაცნობას ისახავს. მარიკა დარჩიას თქმით, ყოველი თვის პირველ შაბათს საკრებულოს კარი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც თბილისის ისტორია და დღევანდელი დღე აინტერესებს.
„პროექტში, საკრებულოს ინიციატივით, ისტორიკოსები, არქიტექტორები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ის ადამიანები ჩაერთვებიან, რომლებიც დედაქალაქის ისტორიას განსხვავებული კუთხით იცნობენ. გარდა თბილისის ისტორიისა, ისინი სტუმრებს თვითმმართველობის განვითარების ეტაპების შესახებ ისტორიულ ექსკურსს ჩაუტარებენ და საკრებულოს ახლანდელი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრებენ“ - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.
დღეს პროექტის პირველი ღონისძიება გაიმართა. ორი საათის განმავლობაში, სტუმრებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ, არქიტექტორმა თამაზ გერსამიამ და მხატვარმა ქეთი მატაბელმა უმასპინძლეს. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ძველი და ახალი თბილისის თემაზე შექმნილი ფოტოკოლაჟი და მხატვარ ქეთი მატაბელის „თბილისის“ პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა. პროექტის მონაწილეებმა საკრებულოს შენობა დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. მოწვეული სტუმრები პროექტში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“ ჩაერთნენ და პოემის რამდენიმე სტროფი საკუთარი ხელით გადაწერეს. 

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მსგავსი შეხვედრები ყოველი თვის პირველ შაბათს გაიმართება. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროექტი საკმაოდ წარმატებული იქნება.
„ახალი შემეცნებითი პროექტის „თბილისის ისტორიები საკრებულოდან“ დაწყებით, ჩვენ ვეცდებით, რომ ახალგაზრდებს თბილისის ისტორიები გავაცნოთ. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები საკრებულოს მუშაობის სპეციფიკასა და ზოგადად თვითმმართველობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, პროექტი გაამართლებს და ჩვენს მოსახლეობას ექნება საშუალება თბილისის ისტორიას უკეთ გაეცნონ“ - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ღონისძიება საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში დასრულდა, სადაც დედაქალაქის ისტორიის ამსახველი სლაიდების ფოტო-ჩვენება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პროექტის პირველ შეხვედრას საკრებულოს დეპუტატებიც ესწრებოდნენ. 

ავტორი: ადმინისტრატორი