ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

ნაძალადევის რაიონში შიდაკვარტლური გზების რეაბილიტაცია გრძელდება. ზღვის უბნის (თემქა) მე-3 მიკრორაიონის მე-5 კვარტალში, კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო,- ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ადგილობრივი მოსახლეობისთვის კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე, გზები ზღვის უბანში, ხუთი კორპუსის მიმდებარედ მოვაწესრიგეთ. რაც გაკეთდა, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და კიდევ ბევრი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტია განსახორციელებელი. შესაბამისად, ქუჩების და შიდაკვარტლური გზების კაპიტალური რეაბილიტაცია წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მისამართზე 2 010 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოეწყო ბორდიურები და ტროტუარები. საგზაო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517