ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გარემოვაჭრები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

ზუგდიდის პოლიციის განყოფილებასთან გარემოვაჭრები დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

  • iRegions.Ge
  • 03 თებერვალი, 2018
  • 09:25
  • ადმინისტრატორი

ზუგდიდის პოლიციის განყოფილების შენობასთან გარემოვაჭეები არიან შეკრებილები და დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ დღეს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი უკანონოდ დააკავეს.

მათ ზუგდიდის პოლიციის განყოფილების უფროსი კობა ხარებავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია შეხვდათ. საკრებულოს თავმჯდომარემ ადგილზე შეკრებილებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა აკრძალულია და ალტერნატიული ფართის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

თუმცა, გარემოვაჭრები აცხადებენ, რომ მათთვის ეს პირობები მიუღებელია.

ცნობისთვის, დღეს ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა პოლიციამ მათ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომ ეს კანონდარღვევა იყო. პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, მათ გარევაჭრობა არ შეწყვიტეს და პოლიციამ ერთი პირი დააკავა. 

სამტრედიის N1 ბაგა–ბაღში გაზაფხულის შემობრძანება აღნიშნეს

სამტრედიის N1 ბაგა–ბაღში გაზაფხულის შემობრძანება აღნიშნეს

4 საათის წინ

ბაგა–ბაღებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტულია. დღეს მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ბაგა–ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ხათუნა გაგუა და...

USD 2.4277
EUR 3.0028
GBP 3.4490
TRY 0.5917