გიორგი ბირბიჩაძე კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ბირბიჩაძე კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე, კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის მოსახლოებასთან დაკავშირებით, "ევროპა დონა საქართველოს" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძუძუს კიბოსთან ბრძოლის მიმართულებით თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს, მათ შორის, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას.

თბილისის მერია აფინანსებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს - ჰერცეპტინს (ტრასტუზუმაბი), პერჯეტას (პერტუზუმაბი) და ლაპატინიბს. მედიკამენტები სრულად უფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება, ხოლო ყველა სხვა პირს - 80%-ით.

დაფინანსება შეეხება პირებს, რომლებსაც აქვთ HER-2 დადებითი ძუძუს კიბოს (I-III სტადია) ან HER-2 დადებითი მეტასტაზური ძუძუს კიბოს დიაგნოზი. ამავდროულად, ბენეფიციარები უნდა იყვნენ 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები.

"რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების რეგიონებში დაფინანსების აუცილებლობასაც, რასთან დაკავშირებითაც აღინიშნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო პროგრამაზე აქტიურად მუშაობს.
2018 წელს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ტარდება დევიზითი - "ჩვენ შეგვიძლია - მე შემიძლია".

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517